აირჩიეთ ენა: ENGLISH | ქართული
skoool™ Georgia logos Ministry of education NCAC INTEL
 

 
skoool updates
იხილეთ ზოგიერთი სასწავლო ობიექტი

კუთხის სახეები

ნერვული რკალი

პერიოდული სისტემა

სამყაროს წარმოშობა

კომეტები
 
skoool™.com
emis.ge
ინტერნეტით უსაფრთხო სარგებლობა
Safe Surfing Guide

IAB-ის (Internet Advisory Board) მიერ ყოველწლიურ კონფერენციაზე წარდგენილი კვლევის შედეგების მიხედვით, მშობლები ინტერნეტის მოხმარებასთან დაკავშირებულ რისკს ძირითადად პერსონალური კომპიუტერების მეშვეობით ინტერნეტის ხელმისაწვდომობაში ხედავენ.

IAB –ის თავმჯდომარემ, ოდრი კონლონმა,განაცხადა: „საინტერესოა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტთან დაკავშირება მობილური ტელეფონებითაც შესაძლებელია, მშობლები ძირითად პრობლემას პერსონალურ კომპიუტერებით ინტერნეტის მოხმარებაში ხედავენ. ინტერნეტის მოხმარებით გამოწვეულ საფრთხეს მშობლების მხოლოდ 13 % უკავშირებს მობილურ ტელეფონებს, მაშინ როცა 47% ამ საფრთხეს პერსონალური კომპიუტერების გამოყენებაში ხედავს.

ყველაზე მეტად მშობლებს აწუხებთ ის, რომ ასევე იზრდება ახალგაზრდების რიცხვი, რომელთათვის ინტერნეტი სკოლებში და უნივერსიტეტებში უფრო ხელმისაწვდომი ხდება.

ინტერნეტის და კომპიუტერის მომხმარებელი ბავშვების რიცხვის ზრდამ, მასწავლებლების ნაკლებობამ და ინტერნეტთან კავშირის ხელმისაწვდომობამ ინტერნეტ კაფეებში და ბიბლიოთეკებში, ახალი დილემის წინაშე დაგვაყენა: როგორ შეგვიძლია დავიცვათ ბავშვები მორალური და ფსიქიკური ზიანისგან, ისე რომ ინტერნეტთან კავშირი არ შევუზღუდოთ?

მშობლების მთავარი საზრუნავია:

  • რა შეიძლება წაიკითხოს ან ნახოს ბავშვმა ინტერნეტში
  • პროგრამების ჩამოტვირთვასა და ვირუსებთან დაკავშირებული საკითხები
  • ვის შეიძლება „შევხვდეთ“ქსელში და რა შეიძლება ამას მოყვეს.

შემდეგი რჩევებით თუ იხელმძღვანელებთ, თქვენი ბავშვები დაცულები იქნებიან ინტერნეტით სარგებლობისას, სწავლისა თუ გართობის დროს.


როგორ გავუმკლავდეთ პრობლემებს

ინტერნეტში არის ძალიან ბევრი საინტერესო საგანმანათლებლო საიტი ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის, მაგრამ ასევე არის ძალიან დიდი მოცულობის არასასურველი ინფორმაცია, ასე რომ ფრთხილად უნდა ვიყოთ. დაელაპარაკეთ თქვნს ბავშვებს და შეთახმდით წესებზე. გაუზიარეთ თქვენი საფიქრალი და ერთად ჩამოაყალიბეთ ინტერნეტის სარგებლობასთან დაკავშირებული ზოგადი წესები. ეს დაეხმარება მათ საკითხის უკეთ გაცნობიერებაში, საშუალებას მისცემს ნათლად გაერკვიონ ამგვარი წესების ჩამოყალიბების აუცილებლობაში და უსაფრთხოდ ისარგებლონ პერსონალური კომპიუტერით.

შეუთანხმდით ბავშვებს ინტერნეტით სარგებლობის დროზე, ხანგრძლივობაზე, თუ რა საიტებია მათთვის შესაფერი და რა არის ინტერნეტის გამოყენების მიზანი. ჩამოაყალიბეთ რა არის მისაღები და მიუღებელი; აუხსენით მათ, რომ ჩამოყალიბებული წესები მხოლოდ უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ და არ ზღუდავენ მათ გართობას.


სახლის კომპიუტერის გაზიარება.

თუ თქვენ და თქვენი შვილი საზიარო კომპიუტერს იყენებთ, რომელიც თქვენ სამუშაოდ ან სხვა პირადი მოხმარებისათვის გჭირდებათ, გახსოვდეთ, რომ კომპიუტერში ძალიან ბევრი ინფორმაცია ინახება, რომელიც შეიძლება შემთხევით წაიშალოს, შეიცვალოს ან ხელმისაწვდომი გახდეს არასასურველი პირებისათვის. განსაზღვრეთ, რომელი ინფორმაციაა ხელმისაწვდომი და რომელი არა. თუ თქვენი ელ–ფოსტის ყველა მისამართზე ერთი და იგივე კოდი გაქვთ, დარწმუნდით, რომ არასასურველი პირები ვერ გახსნიან თქვენს ელ–ფოსტას, რომელიც შეიძლება პირად ინფორმაციას შეიცავდეს. თუ ბავშვი მიიღებს ელექტრონულ წერილს (იმეილს), დარწმუნდით, რომ ის არ დაუკავშირდება წერილში მითითებული მისამართების საშუალებით მისთვის უცნობ პირებს. ასეთმა მისამართებმა (ლინკებმა) შეიძლება ბავშვი გაიყვანოს არასასურველ საიტზე ან გზავნილზე, რომელიც ვირუსებს შეიცავს.


გადმოტვირთები და ვირუსები

ინტერნეტი უფასო პროგრამების, თამაშების და სურათების უსაზღვროდ დიდ რესურსს შეიცავს. ეს საშუალებას გვაძლევს დავზოგოთ ფული, თუმცა ამავდროულად წარმოშობს ვირუსებთან დაკავშირებულ პრობლემებს. ასევე, გადმოტვირთულმა ინფორმაციამ შეიძლება თქვენი პერსონალური კომპიუტერის მეხსიერების დიდი ნაწილი დაიკავოს. თუ თქვენი ბავშვები იყენებენ თქვენს კომპიუტერს, შეგიძლიათ დააყენოთ ანტივირუსის პროგრამა, ან არაოფიციალური ფაილების გადმოტვირთვას ნაწილობრივი აკრძალვა დაადოთ.


ჩატი და სადისკუსიო ოთახები

დაფიქრდით იმაზე, გინდათ თუ არა, რომ თქვენმა შვილმა ონლაინ ჩატ ფორუმებში მიიღოს მონაწილეობა. ეს შეიძლება ძალიან სახალისო იყოს, დასაბამი მისცეს მეგობრულ ურთიერთობებს და ხელი შეუწყოს ინფორმაციის გაზიარებას, თუმცა, სამწუხაროდ, შეიძლება სერიოზული პრობლემების მიზეზიც გახდეს. ბავშვებსა და მოზარდებს ვთავაზობთ ონლაინ ფორუმებში მონაწილეობის რამოდენიმე წესს:

  • არასდროს არ გასცეთ პირადი ინფორმაცია, მაგალითად: მისამართი, ტელეფონის ნომერი, სკოლის დასახელება ან მისი ადგილმდებარეობა, მშობლების სამსახურის მისამართი ან ტელეფონის ნომერი.
  • ნუ უპასუხებთ გზავნილებს, რომლებიც გარკვეულ დისკომფორტს გიქმნით. არად ჩააგდოთ გამომგზავნი და შეწყვიტეთ მასთან ყოველგვარი კომუნიკაცია. თქვენი ბრალი არ არის თუ ვინმემ ასეთი მესიჯი გამოგიგზავნათ. ამგვარი გზავნილის მიღების შესახებ აცნობეთ მშობლებს, რათა მათ შეძლონ პროვაიდერთან დაკავშირება.
  • დაუყოვნებლივ შეატყობინეთ მშობლებს, თუ ინტერნეტში გადაეყარეთ ვინმეს, ვინც შეურაცხყოფას გაყენებთ.
  • ნურასდროს გაუგზავნით ადამიანს თქვენს სურათს, საკონტაქტო ან რაიმე სხვა სახის ინფორმაციას თუ არა ხართ დარწმუნებული რომ ყველაფერი რიგზეა.
  • მშობლების ნებართვის გარეშე ნურასდროს დათანხმდებით შეხვედრაზე ადამიანს, რომელიც ინტერნეტით გაიცანით. თუ თქვენი მშობლები თანხმობას გამოთქვამენ, დარწმუნდით, რომ თქვენი შეხვედრა საჯარო ადგილას შედგება და გაიყოლეთ დედა ან მამა.
  • კარგად მოიქეცით ინტერნეტში. ნუ გააკეთებთ ისეთ რამეს რაც სხვებს ავნებს და დაემორჩილეთ კანონს. ყოველთვის მოექეცით ხალხს ისე, როგორც თქვენ გინდათ რომ მოგექცნენ.

მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ChildNet–ის საერთაშორისო საიტი: http://www.childnet-int.org/.


Copyright © 2011 Intel Corporation  skoool-ის შესახებ  მხარდამჭერთა შესახებ  კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება