აირჩიეთ ენა: ENGLISH | ქართული
skoool™ Georgia logos Ministry of education NCAC INTEL
 

 
skoool updates
იხილეთ ზოგიერთი სასწავლო ობიექტი

კუთხის სახეები

ნერვული რკალი

პერიოდული სისტემა

სამყაროს წარმოშობა

კომეტები
 
skoool™.com
emis.ge
Skool–ის კლასში გამოყენება

Using skoool in the classroomSkoool Georgia არის ვრცელი საგანმანათლებლო რესურსი მასწავლებლებისთვის, რომლის ახლებური და კრეატიული გამოყენება კლასში მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებას უფრო ფასეულს გახდის.




ICT–ის კლასში გამოყენებამ შეიძლება ძალიან დიდი ზემოქმედება მოახდინოს სწავლის პროცესზე. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას Skool Georgia–ს მაქსიმალურად ეფექტური გამოყენებისათვის კლასში.

 

კლასში და კომპიუტერების ოთახში

ინტერაქტიული თეთრი დაფის ტექნოლოგიის ეფექტურმა გამოყენებამ შეიძლება გარდაქმნას ურთიერთობა მასწავლებელს და მოსწავლეს შორის, რადგან ის შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეებს იმსჯელონ და გააანალიზონ მასალა. ასეთი სახის თანამშრომლობა, როცა ბავშვები აკვირდებიან და პროგნოზირებას უკეთებენ მოვლენებს, ხელს შეუწყობს კვლევისა და კრიტიკული აზროვნების განვითარებას. ინტერაქტიული გაკვეთილები და სიმულაციები შესაძლებელია ვაჩვენოთ ეკრანზე პროექტორის დახმარებით ან ინტერაქტიულ დაფაზე.

გაკვეთილების სვლა შეგიძლიათ თქვენ გააკონტროლოთ - შესაძლებელია ხმის ჩართვა და გამორთვა, რაც თქვენ საშუალებას გაძლევთ დაამატოთ საკუთარი კომენტარი, ან სასწავლო შინაარსი უზრუნველყოთ დამატებითი ინფორმაციით მოსწავლეებისათვის მისაწოდებლად.

პროგრესის შესამოწმებელი ტესტები ყველა გაკვეთილშია ჩართული. ტესტების საშუალებით მოსწავლეები შეძლებენ შეამოწმონ თუ რამდენად კარგად გაიგეს თემა. იმისთვის რომ შეაფასოთ თუ რამდენად გაიგეს მოსწავლეებმა საკითხი, შეგიძლიათ თითოეულ მოსწავლეს თავად შეაფასებინოთ და ჩაანიშნინოთ მიღწეული შედეგები, რათა დიაგრამით გამოსახონ თავიანთი პროგრესი გარკვეულ საგანში.
 


Copyright © 2011 Intel Corporation  skoool-ის შესახებ  მხარდამჭერთა შესახებ  კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება