აირჩიეთ ენა: ENGLISH | ქართული
skoool™ Georgia logos Ministry of education NCAC INTEL
 

 
skoool updates
იხილეთ ზოგიერთი სასწავლო ობიექტი

კუთხის სახეები

ნერვული რკალი

პერიოდული სისტემა

სამყაროს წარმოშობა

კომეტები
 
skoool™.com
emis.ge
საგნები და უნარები

Subjects & Skillsმათემატიკის, ბუნებისმეტყველების და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ) ინტეგრირება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში.  

 

 

გარდა საგნობრივი ცოდნის გადმოცემისა და ამ საგნებთან დაკავშირებული უნარების განვითარებისა, skoool საქართველოს მიზანია საგანთაშორის კავშირების წარმოჩენა და ისტ-ის ინტეგრირება სასკოლო დისციპლინებში. საიტზე წარმოდგენილ მაგალითებში კარგად ჩანს, რომ ერთ სასწავლო დისციპლინაში მიღებული ცოდნა უშუალოდ გამოიყენება მეორე სასწავლო დისციპლიაში, ხოლო ეს გამოყენება თავის მხრივ ხელს უწყობს მიღებული ცოდნის განმტკიცებას. საგანთაშორისი კავშირების ამგვარი მაგალითია კავშირი მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებს შორის. ერთ მათგანში მიღებული ცოდნა აუცილებელია მეორე საგნის მნიშვნელოვანი საკითხების ღრმად გასააზრებლად. ბუნებისმეტყველების საკითხები დაკავშირებულია ბევრ სხვადასხვა საგანთან, როგორც ფაქტობრივი ცოდნის, ასევე უნარების თვალსაზრისით. ქვემოთ წარმოდგენილია მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების ურთიერთკავშირის მოკლე აღწერა.ამ საიტის მიზანია აგრეთვე ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინტეგრირება სასწავლო პროცესში. ისტ-ის გამოყენება როგორც სტატიკური ფაქტობრივი ცოდნის მისაღებად, ასევე მოდელირებისას. როდესაც მოსწავლეს შეუძლია რეალურ მოვლენასთან დაკავშირებული სიმულაციების გამოყენება მოვლენაზე დაკვირვებისას; პარამეტრების ცვლილება და შედეგების ცვლილების მიხედვით კანონზომიერებების აღმოჩენა.

ბუნებისმეტყველება

მათემატიკა

სიმბოლოების, ფორმულების, განტოლებების და საზომი ერთეულების გამოყენება ქიმიასა და ფიზიკაში რიცხვები და ალგებრა: ასოითი აღნიშვნების, ფორმულების და დიაგრამების მართებულად გამოყენება
შეგროვებული მონაცემების მიხედვით კანონზომიერების აღმოჩენა და გავრცობა მონაცემებზე დაყრდნობით პრობლემის გადაჭრა; სხვადასხვა სახის კანონზომიერების გავრცობა

დაკვირვება, მონაცემთა შეგროვება; შესაფერისი აღჭურვილების შერჩევა მონაცემების შესაგროვებლად; შეგროვილი მონაცემების სანდოობისა და სიზუსტის შეფასება

მონაცემთა შეგროვების ხერხების გამოყენება მონაცემთა ანალიზის, ალბათობა და სტატისტიკის მიმართულებაში; რაოდენობრივი მონაცემების სიზუსტის შერჩევა და შეფასება
მონაცემთა ორგანიზება და წარმოდგენა მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხვა სახის დიაგრამების, გრაფიკების, ცხრილების და ფორმულების გამოყენებით; საუკეთსო მისადაგების წირების აგება
სხვადასხვა სახის დაკვირვებების და ფაქტების განხილვა და შეფასება შედეგებისა და არგუმენტების შესახებ მსჯელობა. მონაცემთა ინტერპრეტირება; დასკვნების დასაბუთება. სხვადასხვა გზით მიღებული მონაცემების შეჯერება
გაზომვები და გაზომვის შედეგად მიღებული სიდიდეების შედარება სიგრძის, ფართობის, მოცულობის დადგენის ხერხები. მათი შედარების ხერხები
კავშირები სხვადასხვა სიდიდეებს შორის. მაგალითად: კავშირი დროს, სიჩქარესა და გავლილ მანძილს შორის; კავშირი გრავიტაციას, მასასა და წონას შორის. სიდიდეებს შორის კავშირების გამოსახვა ალგებრული ხერხები სიდიდეებს შორის კავშირების გამოსახვისას. მაგალითად: ფორმულებისა და გრაფიკების გამოყენება
სინათლე და ოპტიკა გეომეტრიული ხერხების გამოყენება მანძილების და კუთხეების დასადგენად
წონა, მასა, გრავიტაცია ფორმულების გამოყენება
ბრუნვითი მომენტის გამოთვლა ფორმულების გამოყენება
წნევის გამოთვლა ფორმულების გამოყენება
თავისუფალი ვარდნა პარაბოლა

Copyright © 2011 Intel Corporation  skoool-ის შესახებ  მხარდამჭერთა შესახებ  კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება