აირჩიეთ ენა: ENGLISH | ქართული
skoool™ Georgia logos Ministry of education NCAC INTEL
 

 
skoool updates
იხილეთ ზოგიერთი სასწავლო ობიექტი

კუთხის სახეები

ნერვული რკალი

პერიოდული სისტემა

სამყაროს წარმოშობა

კომეტები
 
skoool™.com
emis.ge

« back 
რიცხვი - უარყოფითი და დადებითი რიცხვები
 
უარყოფითი და დადებითი რიცხვები | გამრავლება და გაყოფა
 

უარყოფითი და დადებითი რიცხვები

რიცხვითი ღერძი : -10 -9 -8 -7 -6 -5 -4 -3 -2 -1 0 1 2 3 4 5 6 7 8 9 10

ზემოთ მოყვანილია რიცხვითი ღერძის მონაკვეთი (–10)–დან ( + 10)–მდე.

დადებითი რიცხვების ჩაწერა + ნიშნის გარეშეც შეიძლება.

რიცხვს წინ შეიძლება ორმაგი ნიშანიც ეწეროს. შესაძლო ვარიანტებია : + –, + +, –  – and – +

მათი ჩანაცვლება მარტივად შეიძლება მხოლოდ + ან – ნიშნებით

– + იგივეა, რაც –

+ + ან  –  – იგივეა, რაც+

მაგალით 1:

6+ – 4 = 6 – 4 = 2 

6 – + 4 = 6 – 4 = 2 

6 + + 4 = 6 + 4 = 10

6 –  – 4 = 6 + 4 = 10

წესი: თუ რიცხვის წინ მდგომი ორი ნიშანი განსხვავებულია, მაშინ მათ მაგივრად შეგვიძლია დავწეროთ –

თუ ეს ნიშნები ერთნაირია, მაშინ მათ მაგივრად ჩაიწერება +

ამ ცოდნის გამოყენებით შეგვიძლია მივუმატოთ და გამოვაკლოთ რიცხვით ღერძზე განლაგებული რიცხვები.

მაგალითი 2:

4 – 7 = –3

რიცხვით ღერძზე ვიწყებთ 4–ით და გადავითვლით 7 ერთეულს მარცხნივ, როგორც ეს ქვემოთაა ნაჩვენები.

-7 - 6 - 5 - 4 - 3 - 2 - 1 0 1 2 3 4 5 6 7

                      ^                       ^

                    დაბოლოება _________დასაწყისი
 
                     7 ერთეულით გადაადგილება
   

–3 + 7 = 4

ვიწყებთ ( –3)–ით და გადავითვითვლით 7 ერთეულს მარჯვნივ, როგორც ეს ნაჩენებია ილუსტრაციაზე.

-4 -3 -2 -1 0 1 2 3 4 5 6

     ^                     ^

 
              7–ით გადაადგილება
 

–1 – 5 = –6

ვიწყებთ ( –1)–ით და გადავალთ 5–ით მარცხნივ.

წესი: ათვლა დაიწყეთ პირველი რიცხვიდან. თუ გაქვთ + ნიშანი, გადაადგილება ხდება მარჯვნივ, ხოლო მინუს (–) ნიშნის შეთხვევაში გადადით მარცხნივ.

 

გამრავლება და გაყოფა

საჭიროა გავეცნოთ ორ ახალ წესს.

წესი 1: ერთი ნიშნის მქონე ორი რიცხვის გამრავლებისას ან გაყოფისას, შედეგი ყოველთვის დადებითია.

მაგალითად, +3 x +5 = +15; –3 x –5 = +15; +6 ÷ +3 = +2;

-6 ÷ –3 = +2

წესი 2: სხვადასხვა ნიშნის მქონე ორი რიცხვის გამრავლებისას ან გაყოფისას შედეგი უარყოფითია.

მაგალითად, +3 x –5 = –15; –3 x +5 = –15; 6 ÷ –2 = -3; –6 ÷ 2 = –3


Copyright © 2011 Intel Corporation  skoool-ის შესახებ  მხარდამჭერთა შესახებ  კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება