აირჩიეთ ენა: ENGLISH | ქართული
skoool™ Georgia logos Ministry of education NCAC INTEL
 

 
skoool updates
იხილეთ ზოგიერთი სასწავლო ობიექტი

კუთხის სახეები

ნერვული რკალი

პერიოდული სისტემა

სამყაროს წარმოშობა

კომეტები
 
skoool™.com
emis.ge

« back 
რიცხვი - სტანდარტული სახე
 
სტანდარტული სახე | ამოცანები სტანდარტული სახის გამოყენებით | შეკრება და გამოკლება
 

სტანდარტული სახე

ძალიაn დიდი და მცირე რიცხვების მარტივად ჩაწერა სტანდარტული სახით შეიძლება. რიცხვი სტანდარტული სახით ასე ჩაიწერება:

 

 

A x 10n
 

სადაც 1 < A < 10, ხოლო n არის რაოდენობა, რამდენჯერაც გადაწეულია ათწილადის გამყოფი წერტილი.

მაგალითი 1: ჩაწერეთ 253000000 სტანდარტული სახით.

ჩაწერის გზა :

1) ათწილადის გამყოფი წერტილი გადასწიეთ ისე, რომ მიიღოთ რიცხვი 1 და 10 შორის.

= 2.53

2) გაამრავლეთ 10n-ზე, სადაც n = 8 და აღადგინეთ რიცხვის საწყისი მნიშვნელობა
        2.53000000
           ‹———
           87654321

3) საბოლოო ჩანაწერი ასე გამოიყურება: 2.53 x 108

მაგალითი 2: ჩაწერეთ 0.00000067 სტანდარტული სახით.

1) 6.7 (რიცხვი 1 და 10 შორის)

2) 6.7 x 10n

n = –7 ( ვინაიდან ათწილადის გამყოფი წერტილი გადავიდა მარჯვნივ 7 ერთეულით)

3) 6.7 x 10-7

შენიშვნა: 1–ზე ნაკლები რიცხვის სტანდარტული ფორმით ჩაწერისას n უარყოფითია..

 

ამოცანები სტანდარტული სახის გამოყენებით

მაგალითი 1: (16.5 x 104) x (8 x 102) = ?

პასუხი ჩაწერეთ სტანდარტული სახით.

ამოხსნა კალკულატორის დახმარბით

ჩაწერეთ: 16.5 exp 7 x 8 exp 3 = 132000000

 

= 1.32 x 108

შენიშვნა: ზოგიერთი კალკულატორი რიცხვის სტანდარტულ სახეს განსხვავებულად წერს. ამიტომ, არ გადმოწეროთ კალკულატორის ეკრანზე მოცემული შედეგი გაუაზრებლად.


ამოხსნა კალკულატორის გარეშე

გაამრავლეთ რიცხვები : 16.5 x 8 = 132.0

გადაამრავლეთ 10–ის ხარისხები: 104 x 102 = 106

132 x 106 = 1.32 x 102 x 106

= 1.32 x 108


მაგალითი 2: 2.4 x 1011 ÷ 1.2 x 10-4 = ?

ამოხსნა კალკულატორის დახმარებით

იხილეთ წინა მაგალითი. გამრავლების ნაცვლად ჩაწერეთ ÷

ამოხსნა კალკულატორის გარეშე

2.4 ÷ 1.2 = 2

1011 ÷ 10-4 = 1015

2.0 x 1015
 
 

სტანდარტული სახით მოცემული რიცხვების შეკრება და გამოკლება

კალკულატორით მუშაობისას მიმართეთ პირველი ორი მაგალითის ანალოგიურ ხერხს. გამოიყენეთ + ან  –

კალკულატორის გარეშე მუშაობისას რიცხვები ჩაწერეთ ჩვეულებრივი ფორმით, გამოთვალეთ და მიღებული შედეგი გადაიყვანეთ სტანდარტულში.


Copyright © 2011 Intel Corporation  skoool-ის შესახებ  მხარდამჭერთა შესახებ  კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება