აირჩიეთ ენა: ENGLISH | ქართული
skoool™ Georgia logos Ministry of education NCAC INTEL
 

 
skoool updates
იხილეთ ზოგიერთი სასწავლო ობიექტი

კუთხის სახეები

ნერვული რკალი

პერიოდული სისტემა

სამყაროს წარმოშობა

კომეტები
 
skoool™.com
emis.ge

« უკან დაბრუნება 
სუნთქვა (მაღალი საფეხური)
სუნთქვის სისტემა | სუნთქვა
 

სუნთქვის სისტემა

სუნთქვის სისტემის ფუნქციაა ჰაერიდან ჟანგბადის შეთვისება და ნახშირორჟანგისაგან განთავისუფლება. ამას გაზთა ცვლას უწოდებენ. 

ქვემოთ, დიაგრამაზე გამოსახულია სუნთქვის სისტემის აგებულება.

ფილტვები სხეულის ზედა ნაწილში, გულმკერდის ღრუში მდებარეობს.

ისინი დაცულია ნეკნებით და მუცლისგან, სხეულის ქვედა ნაწილისგან, გამოყოფილია კუნთოვანი დიაფრაგმით.

გაზთა ცვლა ალვეოლების კედლების გავლით ხდება. ალვეოლები მორგებული არიან ამ ფუნქციასთან სხვადასხვა საშუალებით:

  • ისინი მრავალრიცხოვანი არიან და ქმნიან დიდ ზედაპირს გაზთა ცვლისათვის
  • მათი ზედაპირი ნოტიოა, რაც ხელს უწყობს ჟანგბადის გახსნას სითხეში, სანამ ის სისხლის ნაკადში მოხვდებოდეს
  • ისინი გარშემორტყმული არიან კაპილარებით. ეს უზრუნველყოფს სისხლით ჭარბად მომარაგებას, რაც მნიშვნელოვანია აირების გადატანისთვის

ჟანგბადი ალვეოლებში არსებული ჰაერიდან დიფუზიის გზით გადადის სისხლში, მიემაგრება სისხლის წითელ უჯრედებს და ამ უჯრედებთან ერთად ტრანსპორტირდება მთელს სხეულში.

ნახშირორჟანგი სისხლის პლაზმიდან დიფუზიის გზით გადადის ფილტვებში არსებულ ჰაერში და ამოსუნთქვისას გამოიყოფა გარემოში.
 

10.6_lungs
 
სუნთქვა

სუნთქვის პროცესში მონაწილეობენ დიაფრაგმა და ნეკნთაშუა კუნთები, რომელთა მოძრაობით ხდება ფილტვებში ჰაერის შესვლა ან გამოსვლა. ჰაერის ამ მოძრაობას ფილტვებში ეწოდება ვენტილაცია.

ჰაერის შესვლას ფილტვებში ჩასუნთქვა ეწოდება.

  • ნეკნთაშუა კუნთები იკუმშება, გულმკერდის ყაფაზი ("გალია") ზემოთ ადის და წინ გამოიწევა
  • ამავდროულად, დიაფრაგმა იკუმშება და ბრტყელდება
  • ეს მოძრაობა ზრდის გულმკერდის მოცულობას
  • გულმკერდის ღრუში წნევა მცირდება, რის გამოც ჰაერი ფილტვებში შედის

ჰაერის გამოსვლას ფილტვებიდან ამოსუნთქვა ეწოდება.

  • ნეკნთაშუა კუნთები დუნდება, გულმკერდის ყაფაზი ("გალია") დაბლა ეშვება და შეიწევა
  • ამავდროულად, დიაფრაგმა დუნდება და თაღის ფორმას იღებს
  • ეს მოძრაობა ამცირებს გულმკერდის მოცულობას
  • გულმკერდის ღრუში წნევა იზრდება, რის გამოც ჰაერი ფილტვებიდან გარეთ გამოდის

Copyright © 2011 Intel Corporation  skoool-ის შესახებ  მხარდამჭერთა შესახებ  კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება