აირჩიეთ ენა: ENGLISH | ქართული
skoool™ Georgia logos Ministry of education NCAC INTEL
 

 
skoool updates
იხილეთ ზოგიერთი სასწავლო ობიექტი

კუთხის სახეები

ნერვული რკალი

პერიოდული სისტემა

სამყაროს წარმოშობა

კომეტები
 
skoool™.com
emis.ge

« back 
სასარგებლო პროდუქტები ქანებიდან (Higher)
 
კირქვა | ცემენტი, ბეტონი და მინა
 
კირქვა

კირქვა დანალექი ქანების .სასარგებლო წარმომადგენელია.

ის კალციუმის კაბონატის CaCO3 ბუნებრივად გავრცელებული ფორმაა.

კირქვა გამოიყენება როგორც სამშენებლო მასალა.

თავისი ფუძე თვისებების გამო მას ფხვნილის სახით ამატებენ ტბებისა და ნიადაგების მჟავინობის გასანეირტალებლად.

თუ კირქვას ძლიერად გააცხელებენ ღუმელში, ის იშლება ჩაუმქრალ კირად (კალციუმის ოქსიდად) და ნახშირორჟანგად..

კალციუმის კარბონატი

—›

კალციუმის ოქსიდი

+

ნახშირორჟანგი
(კირქვა)
 

(ჩაუმქრალი კირი)

   

ამ ტიპის რეაქციას თერმული დაშლის რეაქცია ეწოდება. თერმულ დაშლას სხვა კარბონატებიც განიცდიან.

ჩაუმქრალი კირი ურთიერთქმედებს წყალთან ჩამქრალი კირის (კალციუმის ჰიდროქსიდის) წარმოქმნით.

კალციუმის ოქსიდი

+

წყალი

  —›

კალციუმის ჰიდროქსიდი

(ჩაუმქრალი კირი)

      (ჩამქრალი კირი)

მჟავე ნიადაგების გასანეიტრალებლად ფერმერები ჩამქრალ კირსაც იყენებენ.

 

ცემენტი, მეტონი და მინა

ცემენტი ფხვნილისებრი კირისა და ფხვნილისებრი თიხის როტაციულ ღუმელში გამოწვით მიიღება.

ცემენტზე წყლის დამატებით მთელი რიგი ქიმიური რეაქციები ხორციელდება, რის შედეგადაც მაგარი შემაერთებელი კრისტალური მასა მიიღება.

ბეტონი ცემენტის, წყლის, ქვიშისა და ხრეშის შერევით მიიღება.

ნელი ქიმიური რეაქციის შედეგად წარმოიქმნება მაგარი, ქვისმაგვარი ბეტონი, რომელიც გამოიყენება მშენებლობაში.

რკინაბეტონი მიიღება ფოლადის ღეროს (არმატუარა?) გარშემო ბეტონის გამაგრების შედეგად, რაც მას უფრო მტკიცეს ხდის.

მინა მიიღება კირქვის, ქვიშისა და სოდის (ნატრიუმის კარბონატი) ნარევის გახურების შედეგად.


Copyright © 2011 Intel Corporation  skoool-ის შესახებ  მხარდამჭერთა შესახებ  კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება