აირჩიეთ ენა: ENGLISH | ქართული
skoool™ Georgia logos Ministry of education NCAC INTEL
 

 
skoool updates
იხილეთ ზოგიერთი სასწავლო ობიექტი

კუთხის სახეები

ნერვული რკალი

პერიოდული სისტემა

სამყაროს წარმოშობა

კომეტები
 
skoool™.com
emis.ge

« back 

ცნობები ქანებზე (Higher)

 
ქანების ტიპები | ქანების (წარმოქმნის) ციკლი
 

ქანების ტიპები

ბუნებაში სამი ძირითადი ტიპის ქანი არსებობს.

1. ვულკანური ქანები წარმოიქმნება, როცა გამლღვალი მაგმა ცივდება და მყარდება.

თუ ვულკანური ამოფრქვევის შემდეგ მაგმა სწრაფად ცივდება, წარმოქმნილი ქანები მცირე ზომის კრისტალებს შეიცავენ.

თუ დედამიწის ზედაპირის ქვეშ უფრო ნელა ცივდება, შედარებით დიდი კრისტალები წარმოიქმნება.


2. დანალექი ქანები წარმოიქმნება სხვა ქანების მცირე ზომის ნაწილაკებისგან, რომლებიც თავის მხრივ.ასაკოვანი ქანებიდან ატმოსფერული ზეგავლენისა და ეროზიის შედეგადაა მიღებული.

ნაწილაკები ჩაირეცხება ზღვაში, სადაც წარმოქმნის დანალექ შრეებს.

Over millions of years these are compressed together to form sedimentary rock.მილიონობით წლების განმავლობაში ისინი იკუმშება და წარმოქმნის დანალექ ქანებს.

ახალგაზრდა დანალექი ქანები ჩვეულებრივ მოიპოვება დედამიწის ზედაპირზე, ასაკოვანი ქანების თავზე.

ნალექის მიხედვით დგინდება თუ როგორ მოხდა მათი დალექვა.

განსაზღვრული შრეებში ჩანს, რომ ნაწილაკები არ ილექებოდა უწყვეტად და დალექვის პროცესში დინებებისა ან ტალღების ზეგავლენით ტალღოვანი ნიშნები წარმოიქმნებოდა.

დანალექი ქანების შრეები ხშირად დახვეული, დახრილი ან დამსხვრეულია (დაზიანებულია) და ზოგჯერ ამოტრიალებულიც. ეს ადასტურებს, რომ დედამიწის ქერქი ხშირად განიცდიდა ძალიან დიდი ძალის ზემოქმედებას, რაც მის გადაადგილებასა და ზოგჯერ გასკდომას იწვევდა.

ფართომასშტაბიან გადაადგილებებს მილიონობით წლების განმავლობაში შეეძლო მთათა ჯაჭვის წარმოქმნა, რომელიც ცვლიდა ატმოსფერული ზემოქმედებითა და ეროზიით გამოფიტულ ძველ მთათა ჯაჭვს.

დანალექი ქანები ხშირად შეიცავენ იმ მცენარეებისა და ცხოველების ნამარხებს, რომლებიც ცოცხლები იყვნენ, როცა დალექვა ხდებოდა და მათი სხეულები დაიფარა ქანებით და შიგ მოექცა.


3. მეტამორფული ქანები წარმოიქმნება, როცა სხვა ტიპის ქანები გადაადგილდება დედამიწის სიღრმეში, სადაც მაღალი ტემპერატურა და წნევა იწვევს მათ გარდაქმნას მჭიდროდ დაკავშირებული კრისტალების მქონე მაგარ/ მტკიცე? ქანებად.

მიუხედავად იმისა, რომ დედამიწის სიღრმეში წარმოიქმნებიან, ისინი შეიძლება დედამიწის ზედპირზეც აღმოჩნდნენ დედამიწის ქერქის ტექტონური ფენების გადაადგილების შედეგად.

 

ქანების (წარმოქმნის) ციკლი

მილიონობით წლების შემდეგ ერთი ტიპის ქანი შეიძლება გარდაიქმნას სხვა ტიპის ქანში.

ასეთი აქტივობის ციკლს ქანების (წარმოქმნის) ციკლი ეწოდება და მოცემულია ქვემოთ.
 
11.10_rock_cycle_V2

Copyright © 2011 Intel Corporation  skoool-ის შესახებ  მხარდამჭერთა შესახებ  კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება