აირჩიეთ ენა: ENGLISH | ქართული
skoool™ Georgia logos Ministry of education NCAC INTEL
 

 
skoool updates
იხილეთ ზოგიერთი სასწავლო ობიექტი

კუთხის სახეები

ნერვული რკალი

პერიოდული სისტემა

სამყაროს წარმოშობა

კომეტები
 
skoool™.com
emis.ge

« back 
რეაქციები ენზიმების მონაწილეობით (Higher)
 
ენზიმების თვისებები  | საფუარი და ბაქტერია  | ენზიმების გამოყენება  | ინდუსტრიული საკითხები
 
ენზიმების თვისებები

ცოცხალი უჯრედები იყენებენ ქიმიურ რეაქციებს ახალი ქსოვილის წარმოსაქმნელად.

ეს ქიმიური რეაქციები კონტროლდება სპეციფიური ქიმიური ნივთიერებით - ენზიმით...

ენზიმები ბიოლოგიური კატალიზატორებია. ისინი აჩქარებენ ქიმიურ რეაქციებს ცოცხალ უჯრედში. 

ყველა ენზიმი ცილოვანი მოლეკულაა.

თითოეული მათგანი აჩქარებს განსაზღვრულ რეაქციას.

თითოეული მათგანი ეფექტურია სპეციფიური pH-ის და ტემპერატურის პირობებში.

მათი მოქმედება უფრო სწრაფია მაღალ ტემპერატურებზე, მაგრამ არა უმეტეს 45ºC-ისა. ამ ტემპერატურის ზემოთ ისინი განიცდიან დენატურაციას (ზიანდებიან). .  

ჩვენ ვიყენებთ ენზიმებს ინდუსტრიაში და სახლებში, რათა ჩავატაროთ რეაქციები ნორმალური ტემპერატურისა და წნევის პირობებში. მათ გარეშე საჭირო გახდებოდა დანადგარები, რომლებიც ძვირადღირებულ ენერგიას მოითხოვს.

საფუარი და ბაქტერია

საფუარის უჯრედები გარდაქმნიან შაქარს სპირტად და ნახშირორჟანგად ანაერობული (უჟანგბადო) დუღილის? anaerobic respiration. პროცესში.

ამ პროცესს ფერმენტაციასაც უწოდებენ.

შაქარი arrow2  სპირტი + ნახშირორჟანგი

ჩვენ ვიყებენთ ამ რეაქციას ლუდსა და ღვინოში სპირტის (ეთანოლის) წარმოსაქმნელად.

ჩვენ ვიყენებთ საფუარს პურის ცხობაში. წარმოქმნილი ნახშირორჟანგის ბუშტუკები იწვევს ცომის ამოსვლას (აფუებას).

პურს არ აქვს ალკოჰოლის გემო, რადგან ცხობის პროცესში ის ორთქლდება. 

ნახშირორჟანგის აღმოსაჩენად მის ბუშტუკებს ატარებენ კირიან წყალში.

ამ დროს გამჭირვალე ხსნარი შეიმღვრევა (რძისმაგვარი ხდება). 

ბაქტერიები გამოიყენება მაწვნის (იოგურტის) მისაღებად.

ბაქტერია გარდაქმნის რძის შაქარს (ლაქტოზას) რძემჟავაში, რაც მაწონს მომჟავო გემოს აძლევს.

ენზიმების გამოყენება

ბიოლოგიური სარეცხი საშუალებები (დეტერჯენტები) შეიცავს ენზიმებს: პროტეაზას (პროტეინის დამშლელი) და ლიპაზას (ცხიმის დამშლელი), რომლებიც შლიან ისეთ ლაქებს, როგორებიცაა სისხლი და საჭმელი და რომელთა მოშორებაც სხვაგვარად ძნელია.

ისინი გადაამუშავებენ მათ წყალში ხსნად მოლეკულებად.

ბიოლოგიური სარეცხი საშუალებების გამოყენება საუკეთესო შედეგს იძლევა 45ºC-ის ქვემოთ, ამ ტემპერატურის ზემოთ ისინი განიცდიან დენატურაციას. 

პროტეაზას იყენებენ საბავშვო საკვებში პროტეინების წინასწარი გადამუშავებისთვის, რათა გაუადვილონ პატარა ბავშვებს მათი მონელება.

Carbohydrases კარბოჰიდრაზა? გამოიყენება სახამებლის სიროპის გლუკოზის სიროპად გარდასაქმნელად.

იზომერაზა გამოიყენება სახამებლის სიროპის ფრუქტოზის სიროპად გარდასაქმნელად. ფრუქტოზას უფრო ტკბილი გემო აქვს, ამიტომ შეიძლება ის ნაკლები რაოდენობით იქნას გამოყენებული დიეტურ საკვებში.

ინდუსტრიული საკითხები

როცა ინდუსტრიულ პროცესებში ორგანიზმებს იყენებენ, ჩვეულებრივ მათ ასტაბილურებენ და კონტროლირებად პირობებში ინახავენ, რათა მათ დროის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გააგრძელონ ფუნქციონირება.

ენზიმებს ჩვეულებრივ იმობილიზაციას უტარებენ. ამ დროს მათ ამაგრებენ ინერტულ მყარ საყრდენზე ან გადამტანზე, როგორიცაა alginate beads..

მორეაგირე ნივთიერებებს გაატარებენ მათ თავზე და პროდუქტები გამოიყოფა ენზიმების დანაკარგის გარეშე. 

ჩვეულებრივ, პერიოდული პროცესის ნაცვლად, წარმოების უწყვეტ პროცესს მიმართავენ.

ეს ნიშნავს, რომ პროდუქტი შეუჩერებლად იწარმოება და ადვილად გამოიყოფა ენზიმებისა და მორეაგირე ნივთიერებებისგან.

საჭირო არ არის წარმოების შეწყვეტა, პროდუქტები სუფთაა და დანაკარგი ნაკლები.

batch


Copyright © 2011 Intel Corporation  skoool-ის შესახებ  მხარდამჭერთა შესახებ  კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება