აირჩიეთ ენა: ENGLISH | ქართული
skoool™ Georgia logos Ministry of education NCAC INTEL
 

 
skoool updates
იხილეთ ზოგიერთი სასწავლო ობიექტი

კუთხის სახეები

ნერვული რკალი

პერიოდული სისტემა

სამყაროს წარმოშობა

კომეტები
 
skoool™.com
emis.ge

« უკან დაბრუნება 
ადამიანის საქმიანობის გავლენა გარემოზე (მაღალი საფეხური)
ადამიანთა პოპულაცია | ფერმერული საქმიანობა | ეუტროფიკაცია
სათბურის ეფექტი | მჟავე წვიმა | სხვა დამაბინძურებლები
 
ადამიანთა პოპულაცია

როცა ადამიანთა პოპულაცია მცირერიცხოვანი იყო, ადამიანები თემებად ცხოვრობდნენ. შესაბამისად, მათი საქმიანობა შეზღუდული იყო და ლოკალური. ადამიანის პოპულაციის სწრაფმა ზრდამ და ცხოვრების სტანდარტის ამაღლებამ შედეგად მოიტანა გარემოს მასშტაბური დაზიანება.

სწრაფად იწურება ნედლეულის მარაგი, მათ შორის არააღდგენადი ენერგორესურსები.  

სულ უფრო იზრდება ნარჩენების ოდენობა და თუ ჯეროვნად არ დარეგულირდა ეს საკითხი, კიდევ უფრო გაიზრდება გარემოს დაბინძურება.

ადამიანები ანადგურებენ ჰაბიტატს. სულ უფრო მცირდება სხვა ორგანიზმების სამოსახლო ტერიტორიები, რაც გამოწვეულია ნაგებობების შენებით, კარიერების დამუშავებით, ფერმერული საქმიანობით და ნაგავსაყრელების მომრავლებით.

ადამიანის საქმიანობის შედეგად ბინძურდება წყალი, ჰაერი და მიწა.

ფერმერული საქმიანობა

თანამედროვე ფერმერული საქმიანობა მრავალმხრივ მოქმედებს გარემოზე.

ხშირია ღობე–ბუჩქნარების აკაფვისა და უზარმაზარი მანქანების სამოძრაოდ ადგილის გამოთავისუფლების შემთხვევები, რაც მოსავლის მოყვანის ეკონომიურობისკენ არის მიმართული.

მაგრამ ეს ჰაბიტატის განადგურებას და კვებითი ჯაჭვების დარღვევას იწვევს.

ფერმერები იყენებენ პესტიციდებს მავნებლებთან (მათ შორის, მწერებთან და მღრღნელებთან) საბრძოლველად. ამით საკვები პროდუქტების წარმოება იზრდება, მაგრამ ზიანდება ბუნება. ქიმიკატებით ბინძურდება ადამიანის მიერ საკვებად გამოყენებული პროდუქტებიც.

პესტიციდები შეიძლება ჩაირეცხოს და სასმელი წყალი დააბინძუროს.

მიწის გასანოყიერებლად, მცენარეთა ზრდისათვის ხელშეწყობის მიზნით, ნიადაგში შეაქვთ სასუქები.

სასუქიც შეიძლება გამოირეცხოს ნიადაგიდან, მოხვდეს ტბებსა და მდინარეებში და დააბინძუროს სასმელი წყლის მიმწოდებელი წყალსატევები.

ეუტროფიკაცია

სასუქებით წყლის დაბინძურებამ შესაძლოა ეუტროფიკაცია გამოიწვიოს.

სასუქები იწვევს წყალმცენარეების სწრაფ ზრდას.

იწყება მძაფრი კონკურენცია სინათლისათვის და ბევრი წყალმცენარე იღუპება.

იზრდება იმ მიკროორგანიზმთა რაოდენობა, რომლებიც მკვდარი მცენარეებით იკვებებიან.

მიკროორგანიზმები, რომლებიც სუნთქვისთვის მოიხმარენ ჟანგბადს, მრავალრიცხოვნობის გამო ამოწურავენ წყალში მის მარაგს..

ჟანგბადის დეფიციტის გამო იღუპებიან თევზები და წყალში ბინადარი სხვა ორგანიზმები.

სათბურის ეფექტი

სათბურის ეფექტს იწვევენ დაბინძურების შედეგად ატმოსფეროში დაგროვილი გაზები, რომლებიც ხელს უშლიან ღამით ატმოსფეროს ზედა ფენიდან სითბოს გასვლას. შედეგად, დედამიწის ტემპერატურა თანდათან იზრდება. ამას გლობალური დათბობა ეწოდება.

greenhopuse_2

სათბურის ეფექტის გამომწვევი ძირითადი გაზებია ნახშირორჟანგი და მეთანი. ისინი შთანთქავენ დედამიწიდან გამოსხივებული ენერგიის დიდ ნაწილს, რაც შემდეგ უკან უბრუნდება დედამიწას.

ატმოსფეროში ნელ–ნელა იზრდება ამ აირების შემცველობა.

ნახშირორჟანგი წიაღისეული საწვავის წვის შედეგად წარმოიქმნება.

მეთანს გამოყოფს საქონელი და ბრინჯის ნათესები.

ტემპერატურის მომატება ცელსიუსის რამდენიმე გრადუსითაც კი დიდ კლიმატურ ცვლილებებს იწვევს დედამიწაზე. იცვლება ამინდი, რაც მოსავლიანობაზე აისახება მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში..

პოლარული ყინულოვანი საფარი შეიძლება დადნეს, რაც ზღვებში წყლის დონის მომატებას გამოიწვევს.

მჟავე წვიმა

წიაღისეული საწვავის წვის შედეგად სხვა გაზებიც – გოგირდის ორჟანგი და აზოტის ჟანგი გამოიყოფა.

ამ გაზებს ატმოსფეროში ქარხნები, ელექტროსადგურები და სატრანსპორტო საშუალებები გამოყოფენ. ღრუბლებში ისინი წყალში იხსნება და მჟავებს წარმოქმნის, დედამიწას კი მჟავე წვიმების სახით უბრუნდება.

მჟავე წვიმები აზიანებს ხეებს.

თუკი მდინარეებსა და ტბებში წყლის მჟავიანობა საგრძნობლად მოიმატებს, მათში მოსახლე მცენარეები და ცხოველები დაიღუპებიან.

მჟავე წვიმა შენობებსაც აზიანებს.

სხვა დამაბინძურებლები

ჩამდინარე წყლები, თუ ის სათანადოდ არ გადამუშავდა, აბინძურებს ზღვის წყალს და მტკნარ წყალს.

ეს საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას და, ამავდროულად, არღვევს წყალში ბინადარი ორგანიზმების ბალანსს.

გადაუმუშავებელი ჩამდინარე წყლები საკვებით ამარაგებს მიკროორგანიზმებს და იწვევს ეუტროფიკაციას.
 

ტოქსიკურ ქიმიურ ნივთიერებებს გამოყოფენ ინდუსტრიული საწარმოები, ფერმერული მეურნეობები. ამან ნიადაგისა და წყლის დაბინძურება შეიძლება გამოიწვიოს.

ზოგიერთი ტოქსინი კვებით ჯაჭვებში აკუმულირდება და ხშირად ძალზე მაღალი (ხშირად ლეტალური) დოზა აღმოჩნდება ხოლმე ჯაჭვის მაღალ საფეხურზე მყოფი მტაცებლების სხეულში.


Copyright © 2011 Intel Corporation  skoool-ის შესახებ  მხარდამჭერთა შესახებ  კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება