აირჩიეთ ენა: ENGLISH | ქართული
skoool™ Georgia logos Ministry of education NCAC INTEL
 

 
skoool updates
იხილეთ ზოგიერთი სასწავლო ობიექტი

კუთხის სახეები

ნერვული რკალი

პერიოდული სისტემა

სამყაროს წარმოშობა

კომეტები
 
skoool™.com
emis.ge

« უკან დაბრუნება 
ადაპტაცია (შეგუებულობა) და კონკურენცია (მაღალი საფეხური)

 

ცხოველთა ადაპტაციები | მცენარეთა ადაპტაციები  | კონკურენცია და პოპულაციები

პოპულაციის ზომაზე მოქმედი ფაქტორები

 
ცხოველთა ადაპტაციები

ორგანიზმებს შეუძლიათ იცხოვრონ გარკვეულ ჰაბიტატში, რადგან აქვთ ამ გარემოში ცხოვრებისათვის საჭირო ადაპტაციები (შეგუებულობები).

ქვემოთ მოგვყავს ადაპტაციის ზოგიერთი მაგალითი იმ ცხოველებისათვის, რომლებიც შეგუებული არიან არქტიკის (ცივ) და უდაბნოს გვალვიან, მშრალ (აქ ტემპერატურა ღამით მკვეთრად ეცემა, ხოლო დღისით 50ºC–ზე მაღლა ადის) პირობებში ცხოვრებასთან.

შეგუებულობები არქტიკის პირობებში ცხოვრებასთან
შეგუებულობები უდაბნოს პირობებში ცხოვრებასთან
  • ბეწვის სქელი საფარი თბოიზოლაციისთვის, მაგ., პოლარულ დათვებში, სელაპებში.
  • კამუფლიაჟის ნიშნები ქვიშიან გარემოსთან.
  • დიდი ოდენობით ცხიმი თბოიზოლაციისთვის, მაგ., პოლარულ დათვებში, სელაპებში
  • დიდხანს ძლებენ უწყლოდ, გამოყოფენ მშრალ განავალს და მცირე ოდენობით კონცენტრირებულ შარდს.
  • ცხოველების სხეული ხშირად დაფარულია თეთრი ბეწვით კამუფლიაჟისთვის, მაგ., არქტიკული მელა.
  • აქლემს გრძელი წამწამები აქვს, რომელიც მას თვალებში ქვიშის მოხვედრისაგან იცავს; ხოლო დიდი ტერფები აქლემს ქვიშაში დაფლობისაგან იცავს.
  • ჩვეულებრივ, ცხოველთა სხეულის ზედაპირი მასასთან შედარებით მცირეა სითბოს დანაკარგის შესამცირებლად.
  • ჩვეულებრივ, ცხოველთა სხეულის ზედაპირი მასასთან შედარებით დიდია სითბოს ჭარბად გასაცემად.

ცხოველები შეგუებული არიან აგრეთვე საკვების ტიპთანაც.

ხორცისმჭამელებს (კატებს, ძაღლებს) დიდი ეშვები აქვთ. მტაცებელ ფრინველებს გრძელი კლანჭები და ბასრი ნისკარტი აქვთ.

მცენარეთა ადაპტაციები

გვალვიან გარემოში მცხოვრებ მცენარეებს შეიძლება ჰქონდეთ გრძელი ფესვები გრუნტის ღრმა შრეებიდან წყლის მოსაპოვებლად, ან მრავალრიცხოვანი სუსტი ზედაპირული ფესვები დილის ცვრის შესაწოვად.

ზოგიერთი ივითარებს სქელ, ცვილისებურ კუტიკულას, რათა ნაკლები წყალი ააორთქლოს ფოთლის ზედაპირიდან.

კაქტუსებს დიდი ღერო აქვთ წყლის მოსამარაგებლად და ეკლები (ფოთლების ნაცვლად) – წყლის აორთქლების შესამცირებლად.

კონკურენცია და პოპულაციები

ორგანიზმები ერთმანეთს ეჯიბრებიან რესურსებისათვის.

ცხოველებს შორის არის კონკურენცია ტერიტორიისთვის, წყლისთვის და საკვებისთვის.

მცენარეებს შორის არის კონკურენცია სინათლისთვის, სივრცისთვის, წყლისთვის და ნიადაგიდან მოსაპოვებელი საკვებისთვის.
 

პოპულაცია არის ერთ ჰაბიტატში მოსახლე ერთი სახეობის ინდივიდთა ერთობლიობა.

თანასაზოგადოება არის ერთ და იმავე ჰაბიტატში მოსახლე ყველა ცოცხალი ორგანიზმის ერთობლიობა.

თანასაზოგადოებაში პოპულაციების ზრდა შეზღუდულია და დამოკიდებულია საკვების ხელმისაწვდომობაზე.

სტაბილურ გარემოში მტაცებლებისა და მათი მსხვერპლის პოპულაციათა რიცხობრიობა განსაზღვრულ ფარგლებში მერყეობს, როგორც ეს გრაფიკიდან ჩანს.

თუკი მსხვერპლის პოპულაცია გაიზარდება, მტაცებლებს მეტი საკვები გაუჩნდებათ და, შესაბამისად, მათი პოპულაციაც გაიზრდება.

მაგრამ რაც უფრო მეტად გაიზრდება მტაცებელთა პოპულაცია, მით უფრო გაიზრდება მოთხოვნილება საკვებზე და, საბოლოოდ, მსხვერპლის პოპულაცია შემცირდება.

ეს კი ნიშნავს, რომ მტაცებლებს შეუმცირდებათ საკვები და მათი პოპულაციაც ისევ შემცირდება.

12.1_pop_change

პოპულაციის ზომაზე მოქმედი ფაქტორები

  • ხელმისაწვდომი საკვების ოდენობა
  • კონკურენცია საკვებისთვის და რესურსებისთვის
  • დაავადებები
  • მტაცებელთა რაოდენობა
  • კონკურენცია სინათლისათვის (მცენარეთა პოპულაციები)
  • ბალახისმჭამელი ცხოველების რაოდენობა (მცენარეთა პოპულაციები)
  • ნიადაგიდან მოსაპოვებელი საკვებისა და წყლის ოდენობა (მცენარეთა პოპულაციები)

Copyright © 2011 Intel Corporation  skoool-ის შესახებ  მხარდამჭერთა შესახებ  კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება