აირჩიეთ ენა: ENGLISH | ქართული
skoool™ Georgia logos Ministry of education NCAC INTEL
 

 
skoool updates
იხილეთ ზოგიერთი სასწავლო ობიექტი

კუთხის სახეები

ნერვული რკალი

პერიოდული სისტემა

სამყაროს წარმოშობა

კომეტები
 
skoool™.com
emis.ge

« back 
ალგებრა - კოორდინატები & გრაფიკები (მარტივი შემთხვევები)
 
კოორდინატები | გრაფიკები (მარტივი შემთხვევები) | კვადრატული ფუნქციის გრაფიკი
 

კოორდინატები

კოორდინატების საშუალებით შესაძლებელია წერტილის დასმა საკოორდინატო სიბრტყეზე.

თუ A წერტილის კოორდინატებია (2,3), ვიწყებთ 0–დან, გადავალთ ორი ერთეულით მარჯვნივ და სამი ერთეულით ზევით x და y ღერძების გასწვრივ.

მაგალითები:
საკოორდინატო სიბრტყეზე ააგეთ წერტილები A(2,3), B(5,1), C(-3,-2), D(2,-3) და  E(-1,2).
 

coor_simple1

შენიშვნა: ფრჩხილებში მითითებული პირველი კოორდინატი მიუთითებს მარჯვნივ ან მარცხნივ გადაადგილებას და შესაბამისი ერთეულების რაოდენობას.

მეორე კოორდინატი აღნიშნავს ზევით–ქვევით მოძრაობას საკოორდინატო სიბრტყეზე.
 

გრაფიკები (მარტივი შემთხვევები)

საკოორდინატო სიბრტყეზე ყოველ წრფეს შეესაბამება განტოლება.
 

წრფე და მისი განტოლება
წრფის განტოლების მაგალიია y=2x.
 
გრაფიკის აგება
გრაფიკის აგება კოორდინაების დახმარებით არის შესაძლებელი. x–ის ნაცვლად შევარჩიოთ რიცხვები და ჩავსვათ განტოლებაში, რათა ვიპოვოთ y–ის შესაბამისი მნიშვნელობები. შედეგები მოცემულია ცხრილის სახით.
 
y=2x განტოლების კოორდინატების ცხრილი
x y  
-1 -2 y = 2 x -1 = -2
0 0 y = 2 x 0 = 0
1 2 y = 2 x 1 = 2
3 6 y= 2 x 3= 6
 
 

ამ კოორდინატებით მოცემული წერტილები გადავიტანოთ საკოორდინატო სიბრტყეზე და შევაერთოთ. მივიღებთ y=2x განტოლების გრაფიკს.

  y=2x

 coord_simple2

ზოგიერთი მარტივი განტოლება და მათი შესაბამისი გრაფიკები (წრფეები)

1)ჰორიზონტალური წრფეები. მაგალითად, y=2 y=-3 y=0.
2) ვერტიკალური წრფეები.მაგალითად, x=5 x=10 x=0.
3) y=x და y=-x დიაგონალური წრფეებია.
4) x+y წრფეები. მაგალითად x+y = 1 წრფე x და y ღერძებს გადაკვეთს წერტილში, რომლის შესაბამისი კოორდინატია 1.. 

ვერტიკალური და ჰორიზონტალური წრფეები
coord_simple3a
 
y=x და y=-x განტოლების გრაფიკები
coord_simple4a
 
x+y = 4 და x+y = 1 განტოლების გრაფიკები
 coord_simple5
 

კვადრატული ფუნქციის გრაფიკი

გრაფიკს u–ს ფორმა აქვს. მის შესაბამის განტოლებაში ცვლადის უმაღლესი ხარისხია 2. კვადრატული განტოლების უმარტივესი ფორმაა y=x2

y=x2 განტოლების გრაფიკის აგება
y=x2
 
x y
-3 9
-2 4
-1 1
0 0
1 1
2 4
3 9
 ამ კოორდინატებით მოცემული წერტილები გადავიტანოთ საკოორდინაო სიბრტყეზე და შევაერთოთ. მივიღებთ y=x2 განტოლების შესაბამის გრაფიკს.
 coord_simple6
 
 

Copyright © 2011 Intel Corporation  skoool-ის შესახებ  მხარდამჭერთა შესახებ  კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება