აირჩიეთ ენა: ENGLISH | ქართული
skoool™ Georgia logos Ministry of education NCAC INTEL
 

 
skoool updates
იხილეთ ზოგიერთი სასწავლო ობიექტი

კუთხის სახეები

ნერვული რკალი

პერიოდული სისტემა

სამყაროს წარმოშობა

კომეტები
 
skoool™.com
emis.ge

« back 
გეომეტრიული ფიგურა , სივრცე და ზომა - კუთხის თვისებები
 
 
წრფეზე განლაგებული კუთხეები | ერთი წერტილის გარშემო განლაგებული კუთხეები | ვერტიკალური კუთხეები
კუთხეებს ახასიათებთ მთელი რიგი თვისებები.
კუთხეები

თუ ორ კუთხეს აქვს ერთი საერთო გვერდი, ხოლო დანარჩენი გვერდები ადგენენ წრფეს, მაშინ მათი გრადუსული ზომების ჯამია 180o. ასეთი კუთხეებს მოსაზღვრე ეწოდება. ისინი ნაჩვენებია დიაგრამაზე.

 

angle properties1

კუთხე a + კუთხე c =180o
ამ თვისების დახმარებით შეგვიძლია ვიპოვოთ უცნობი კუთხეების ზომები.
 
მაგალითი:
ზემოთ ნაჩვენებ დიაგრამაზე მოცემულია, რომ ao = 70o, გამოთვალეთ კუთხე c.
 
70 + c = 180 (მოსაზღვრე კუთხეები)
c = 180 – 70 = 110o
 

ერთი წერტილის გარშემო განლაგებული კუთხები

თუ კუთხეებს აქვთ საერთო წვერო, ანუ ისინი ერთი წერტილის გარშემო არიან განლაგებული, მაშინ მათი გრადუსული ზომების ჯამია 360o.

დააკვირდით დიაგრამას :

angle properties2

angle properties3

 
ეს თვისებაც მეტად სასარგებლოა ამოცანების ამოხსნისას.
 
მაგალითი:

1) დიაგრამაზე ნაჩვენები ოთხი კუთხიდან სამის გრადუსული ზომა ცნობილია. მაშინ მეოთხე კუთხის გრადუსული ზომის გამოთვლისას ნაცნობი კუთხეების ზომების ჯამი უნდა გამოვაკლოთ 360–ს.

AED, BEC,და AEB კუთხეების გრადუსული ზომებია 30o, 30o და 150o შესაბამისად. იპოვეთ კუთხე DEC.

კუთხე DEC = 360 – (30+30+150)
= 360 – 210
= 150o
 
2) დიაგრამაზე სამი კუთხის გრადუსული ზომებია 90, 90 და 41. იპოვეთ კუთხე e.
angle properties4

კუთხე e = 360-(41+90+90)

 = 139o

 

ვერტიკალური კუთხეები
 

ორი წრფის გადაკვეთისას მიიღება X–ის მსგავსი ფორმა. ვერტიკალურად მდებარე კუთხეები ტოლია. დააკვირდით დიაგრამას:
angle properties5
angle properties6
 

Copyright © 2011 Intel Corporation  skoool-ის შესახებ  მხარდამჭერთა შესახებ  კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება