აირჩიეთ ენა: ENGLISH | ქართული
skoool™ Georgia logos Ministry of education NCAC INTEL
 

 
skoool updates
იხილეთ ზოგიერთი სასწავლო ობიექტი

კუთხის სახეები

ნერვული რკალი

პერიოდული სისტემა

სამყაროს წარმოშობა

კომეტები
 
skoool™.com
emis.ge

« back 
გეომეტრიული ფიგურა, სივრცე და ზომა - კუთხე და მისი გაზომვა
 
სხვადასხვა სახის კუთხეები | კუთხის გაზომვა | კუთხის ჩაწერის წესი
სხვადასხვა სახის კუთხეები

მახვილი კუთხე 90 გრადუსზე ნაკლებია.

მაგალითი:

ქვემოთ მოცემული კუთხეები მახვილია
angles and measurement1
ბლაგვი კუთხე 90 გრადუსზე მეტი და 180 გრადუსზე ნაკლებია.
 
მაგალითი:
ქვემოთ მოცემული კუთხეები ბლაგვია.
angles and measurement2
მართი კუთხის გრადუსული ზომაა 90o
 
მაგალითი:
ქვემოთ მოცემული კუთხეები მართია.
angles and measurement3
გაშლილი კუთხის ზომაა 180o. ნახაზზე ნაჩვენებია გაშლილი კუთხე.
angles and measurement4
არსებობს კუთხეები, რომელთა გადუსული ზომა 180o–ზე მეტია და 360o – ზე ნაკლები
 
მაგალითი:
ნახაზზე ნაჩვენებია ერთ–ერთი ასეთი კუთხე
angles and measurement5

კუთხეების გაზომვა

კუთხის გრადუსული ზომის გასაგებად ვიყენებთ ტრანსპორტირს. ქვემოთ ნაჩვენებია ტრანსპორტირი და მისი გამოყენების წესი. ტრანსპორტირის ცენტრი მოათავსეთ კუთხის წვეროზე ისე, რომ კუთხის ერთი გვერდი ემთხვეოდეს ტრანსპორტირის შემადგენელ მონაკვეთს. დააკვირდით სად გადაკვეთს კუთხის მეორე გვერდი ტრასპორტირს და ამოიკითხეთ ჩვენება. აქ ნაჩვენები კუთხის გრადუსული ზომაა 41o.

შენიშვნა: ტრანსპორტირის გამოყენებისას გამოიყენეთ შიდა შკალა, ვინაიდან სწორედ მასზეა საწყისი ანათვალი ნული . (განაპირა შკალაზე ჩვენება იწყება180o –ით).

მოსაზღვრე კუთხის გასაზომად გამოვიყენებთ განაპირა შკალას. ამ კუთხის გრადუსული ზომაა 139o.

ang_meas1

 
 
 

კუთხის ჩაწერის წესი
 

კუთხის ჩაწერის ორი ხერხი არსებობს.

1) გამოიყენეთ სამი ლათინური (დიდი) ასო. ამათგან შუაში მდგომი კუთხის წვეროს აჩვენებს.

angles and measurement7
2) კუთხის შიგნით ჩაწერეთ პატარა ასო.
angles and measurement8
კუთხის ჩაწერის ამ ორი მეთოდიდან ნებისმიერის გამოყენებაა შესაძლებელი.

Copyright © 2011 Intel Corporation  skoool-ის შესახებ  მხარდამჭერთა შესახებ  კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება