აირჩიეთ ენა: ENGLISH | ქართული
skoool™ Georgia logos Ministry of education NCAC INTEL
 

 
skoool updates
იხილეთ ზოგიერთი სასწავლო ობიექტი

კუთხის სახეები

ნერვული რკალი

პერიოდული სისტემა

სამყაროს წარმოშობა

კომეტები
 
skoool™.com
emis.ge

« back 
ალგებრა - მარტივი განტოლების ამოხსნა
 
განტოლების ამოხსნის ხერხები | ზოგადი წესი | ფრჩხილები | ფრჩხილის შემცველი განტოლება | უცნობი განტოლების ორივე მხარეს
 
განტოლების ამოხსნის ხერხები

განტოლებაში გვაქვს უცნობი (მოცემულია სიმბოლოს სახით), ტოლობის ნიშანი და რაიმე გამოსახულება ტოლობის ორივე მხარეს. მაგალითად,

y + 5 = 7

განტოლების ამოხსნისას უნდა ვიპოვოთ უცნობის მნიშვნელობა.
ხერხი
უცნობი დატოვეთ ტოლობის ნიშნის ერთ მხარეს, ხოლო ყველა სხვა წევრი გადაიტანეთ მეორე მხარეს.

 

y + 5 = 7 ( გამოაკელით 5 ტოლობის ორივე მხარეს)  

იმისათვის, რომ გავაბათილოთ 5, ტოლობის მარცხენა მხარეს უნდა გამოვაკლოთ 5. წონასწორობის შენარჩუნების მიზნით ტოლობის მეორე მხარესაც უნდა გამოვაკლოთ 5.

მივიღებთ
y = 7 – 5
  y = 2 ამ განტოლების ამონახსნია..


მაგალითი 1: ამოხსენით y + 8 = 11
(გამოაკელით  8 ტოლობის ორივე მხარეს)

     y = 11 – 8

 

     y = 3

 
   
მაგალითი 2: ამოხსენით y + 2 = 7
(გამოაკელით 2 ტოლობის ორივე მხარეს)

     y = 7 – 2

 

     y = 5

 

შენიშვნა: განტოლების უფრო სწრაფად ამოსახსნელად გადაიტანეთ 2 მეორე მხარეს. გადატანისას '+' ნიშანი შეცვალეთ '–' ნიშნით.

მაგალითი 3:
y + 10 = 14
(გამოაკელით 10 ტოლობის ორივე მხარეს)
          y = 14 – 10
 
          y = 4  
     
მაგალითი 4:
   y - 6 = 2
(დაუმატეთ 6 ტოლობის ორივე მხარეს)
          y = 2 + 6

 

        y = 8

 
     
მაგალითი 5:
3y = 15
(ტოლობის ორივე მხარე გაყავით 3–ზე)
    y = 15 ÷ 3
3–ზე გამრავლება იცვლება გაყოფით..
    y = 5  
     
მაგალითი 6:

  y = 2

  7

(ტოლობის ორივე მხარე გაამრავლეთ7–ზე)
    y = 2 x 7
7–ზე გაყოფა იცვლება გამრავლებით..
    y = 14  

 

ზოგადი წესი

წევრის ტოლობის მეორე მხარეს გადატანისას ამ წევრის ნიშანი იცვლება სპირისპირო ნიშნით..

  • + გახდება  – 
  • – გახდება +
  • x გახდება ÷
  • ÷ გახდება x

თუ მხოლოდ ერთი წევრის გადატანაა შესაძლებელი, უპირატესობა ენიჭება წევრებს, რომლებიც განტოლებაში არიან + ან – ნიშნით.

მაგალითი 1: ამოხსენით 2x + 5 = 15 (გამოაკელით 5 ტოლობის ორივე მხარეს)

     2x = 15 - 5

 

     2x = 10

(შემდეგ გაყავით 2–ზე)

       x = 10 ÷ 2

 

       x = 5

 


მაგალითი 2: ამოხსენით x 4 = 2 (დაუმატეთ 4 ტოლობის ორივე მხარეს)

 

3
   
  x = 2 + 4  
  3  
     
  x = 6 (ტოლობის ორივე მხარე გაამრავლეთ 3–ზე)
  3
 
  x = 6 x 3
 
  x = 18  
 
ფრჩხილები

ფრჩხილების საშუალებით შესაძლებელია წევრების დაჯგუფება.
ფრჩხილების გასახსნელად, მათ წინ მდგომი კოეფიციენტი უნდა გამრავლდეს ფრჩხილებში მდგომ თითოეულ წევრზე.

3 (y + 2) = 3 x y + 3 x 2 = 3y + 6

y და + 2 მრავლდება 3–ზე.

5 (y – 3) = 5 x y – 5 x 3
= 5y – 15
ფრჩხილის შემცველი განტოლება

მაგალითი 1: ამოხსენით 5 (y – 3) = 20
გახსენით ფრჩხილები

  5y – 15 = 20
  5y = 20 + 15
  5y = 35
  y = 35 გაყოფილი 5–ზე
  y = 7


მაგალითი 2: ამოხსენით p + 4 = 5  
 

   3

 

შენიშვნა: წილადის ხაზის საშუალებით p + 4 დაჯგუფებულია. ამიტომ, პირველ ეტაპზე 4 ვერ გადავა მარჯვენა მხარეს.


p + 4 = 5
(გაამრავლეთ 3–ზე)
 
 

   3

   

  p + 4 = 5 x 3
 
  p + 4 = 15
(გამოაკელით  4 ტოლობის ორივე მხარეს)
  p = 15 – 4
 
  p = 11  

 
უცნობი განტოლების ორივე მხარეს

მაგალითი 1: ამოხსენით
3 (y -1) = y + 7
   
 

3y – 3 = y + 7

  (დაუმატეთ 3 ტოლობის ორივე მხარეს)
 
 
3y = y + 10
  (გამოაკელით y ტოლობის ორივე მხარეს)
 
 
უცნობის (y) შემცველი ყველა წევრი უნდა გადავიტანოთ განტოლების ერთ მხარეს და შემდეგ გავამარტივოთ მიღებული გამოსახულება.
         
 
3y – y = 10
     
 
2y = 10
  (გაყავით 2–ზე)
 
 
y = 5
     

 
მაგალითი 2: ამოხსენით
4 (p + 2) = 18 – p
 
 

4p + 8 = 18 – p

(დაუმატეთ p ტოლობის ორივე მხარეს)
 
  5p + 8 = 18
(გამოაკელით 8 ტოლობის ორივე მხარეს)
 
  5p = 10
(გაყავით 5–ზე)
 
  p = 2    

 

 


Copyright © 2011 Intel Corporation  skoool-ის შესახებ  მხარდამჭერთა შესახებ  კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება