აირჩიეთ ენა: ENGLISH | ქართული
skoool™ Georgia logos Ministry of education NCAC INTEL
 

 
skoool updates
იხილეთ ზოგიერთი სასწავლო ობიექტი

კუთხის სახეები

ნერვული რკალი

პერიოდული სისტემა

სამყაროს წარმოშობა

კომეტები
 
skoool™.com
emis.ge

« back 
ალბათობა - ალბათობის ცნება
ალბათობის განმარტება და ფორმულა | ტოლშესაძლებელი ხდომილობები | ექსპერიმენტული ალბათობა

ალბათობის განმარტება და ფორმულა

ალბათობის
საშუალებით ვზომავთ ამა თუ იმ მოვლენის მოხდენის შანსს.
ალბათობამ შეიძლება მიიღოს მნიშვნელობები 0–დან 1–მდე, ჩათვლით.

Probability_scale2

მაგალითები: 
თუ მონეტის ორივე მხარეს საფასურია, მაშინ მისი აგდებისას საფასურის მოსვლის ალბათობაა 1 (ეს მოვლენა დანამდვილებით მოხდება).
ბორჯღალოს მოსვლის ალბათობაა 0 (შეუძლებელი ხდომილობა).
ჩვეულებრივი მონეტის აგდებისას საფასურის მოსვლის ალბათობაა 0.5 (ხდომილობები თანაბარალბათურია).

ალბათობის გამოთვლა
თუ ყველა შესაძლებლობა თანაბარალბათურია, მაში A ხდომილობის ალბათობა გამოითვლება ფორმულით:

P(A) = ხელსაყრელი ხდომილობების რაოდენობა
              ყველა შესაძლო ვარიანტი  

 

ტოლშესაძლებელი ხდომილობები

კამათლის გაგორებისას ექვსი შესაძლო ვარიანტია: 1, 2, 3, 4, 5, 6. 
თუ კამათელი სრულყოფილია (შეულახავია), მაშინ ყველა შედეგი თანაბრად შესაძლებელია.

მაგალითი 1: კამათელზე ლუწი რიცხვის მოსვლის ალბათობაა

P (ლუწი)

= 3/6 

 

= 1/2 

(3 ლუწი რიცხვია:2, 4, 6)

(სულ 6 შესაძლო ვარიანტია)


მაგალითი 2: 4–ზე მეტი რიცხვის მოსვლის ალბათობაა

P (4–ზე მეტი რიცხვი) 

= 2/6 
= 1/3 (4–ზე მეტი რიცხვებია 5 და 6)


მაგალითი 3: იპოვეთ 6–ის არმოსვლის ალბათობა.
P (6) = 1/6 (კამათელი) 

P (6–ის არმოსვლა) 

= 1 – 1/6 

= 5/6

1 გვიჩვენებს, რომ მცემული ხდომილობა ყველა ვარიანტში ან მოხდება ან არ მოხდება. სხვა გამოსავალი არ არსებობს. შესაბამისად, მოხდენის ან არმოხდენის ალბათობაა 1.

მაგალითი 4: ჩოგბურთის მატჩის მოგების ალბათობაა 0.3. იპოვეთ წაგების ალბათობა.

P (მოგება) = 0.3 

P (წაგება) 

= 1 - 0.3 
= 0.7

 

ექსპერიმენტული ალბათობა

ალბათობის გამოთვლა ექსპერიმენტულადაც შეიძლება. მაგალითად, მონეტა ავაგდეთ 100–ჯერ და ჩავინიშნეთ შედეგები.

საფასური = 47
ბორჯღალო = 53

საფასურის მოსვლის ფარდობითი სიხშირე = 47/100, ხოლო ბორჯღალოს მოსვლის ფარდობითი სიხშირე = 53/100. 

ეს შედეგები საკმაოდ ახლოსაა თეორიულთან. რაც უფრო მეტია ჩატარებული ცდების რაოდენობა, მით უფრო ახლოსაა ექსპერიმენტული ალბათობა თეორიულთან.

ფარდობითი სიხშირე = წარმატებული ცდების რაოდენობა  
                              ცდების სრული რაოდენობა  

მაგალითი: მოცემულია ჭიკარტის 50–ჯერ აგდების შედეგები:

წვეტიან მხარეს დაცემის რაოდენობა= 10 

ფარდობითი სიხშირე

= 10/50 

= 1/5

ბრტყელ მხარეს დაცემის რაოდენობა = 40 

ფარდობითი სიხშირე  

= 40/50 

= 4/5
 

Copyright © 2011 Intel Corporation  skoool-ის შესახებ  მხარდამჭერთა შესახებ  კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება