აირჩიეთ ენა: ENGLISH | ქართული
skoool™ Georgia logos Ministry of education NCAC INTEL
 

 
skoool updates
იხილეთ ზოგიერთი სასწავლო ობიექტი

კუთხის სახეები

ნერვული რკალი

პერიოდული სისტემა

სამყაროს წარმოშობა

კომეტები
 
skoool™.com
emis.ge

« back 
ალბათობა - ყველა შესაძლებლობის დათვლა
შესაძლებლობების დათვლა | შესაძლებლობათა სივრცე | ხისებრი დიაგრამა | მოსალოდნელი ალბათობა

შესაძლებლობების დათვლა

მაგალითი: გვაქვს ორი ყუთი. თითოეულში მოთავსებულია ერთი წითელი, ერთი ყვითელი და ერთი მწანე ფირფიტა.

თითოეული ყუთიდან ვიღებთ ფირფიტას. ჩაწერეთ ყველა შესაძლო ხდომილობა.

წ ყ წ მ წ წ
ყ წ ყ მ ყ ყ
მ წ მ ყ მ მ


იმისათვის, რომ ჩამოვთვალოთ ყველა შესაძლო ხდომილობა, ვიწყებთ წითელი ფირფიტით პირველ ყუთში და ვწერთ ყველა შესაძლო ვარიანტს, შემდეგ ვიწყებთ ყვითელი ფირფიტით პირველი ყუთიდან, და ბოლოს, ჩავწერთ ყველა შესაძლო ვარიანტს მწვანე ფირფიტის ამოღების შემთხვევაში.

მივიღებთ 9 შემთხვევას.

ამ ცხრილის დახმარებით შეგვიძლია დავთვალოთ რაიმე ხდომილობის ალბათობა.

მაგალითად, P(ორი ერთნაირი ფერის ფირფიტა) 

= 3/9 (ხელსაყრელი ხდომილობები გაფერადებულია)  
= 1/3
 
 

შესაძლებლობათა სივრცე

უფრო რთულ შემთხვევაში შეგვიძლია გამოვიყენოთ ცხრილი.

მაგალითი: ვაგორებთ ერთ კამათელს და ვაგდებთ მონეტას.ჩამოთვალეთ ამ სიტუაციისთვის დამახასიათებელი ყველა შესაძლო ხდომილობა. 

ამ შემთხვევაში ქვემოთ ნაჩვენები შესაძლებლობათა სივრცის გამოყენებაა შესაძლებელი.

Possibility_space

სულ 12 ვარიანტია. მათი გამოყენება ალბათობის დასათვლელად შემდეგნაირად შეიძლება.

მაგალითად, გამოთვალეთ ლუწი რიცხვის და საფასურის მოსვლის ალბათობა.

P(ლუწი რიცხვი და საფასური) 

 = 3/12 (გაფერადებული შემთხვევები) 
 = 1/4

ხისებრი დიაგრამა

ორი ან მეტი ურთიერთკავშირში მყოფი ხდომილობის ალბათობის დასათვლელად მოსახერხებელია ხისებრი დიაგრამის გამოყენება.

მაგალით: ყუთში გვაქვს 4 მწვანე და 6 ლურჯი ფირფიტა. შემთხვევით ვარჩევთ ერთ ფირფიტას და შემდეგ ვაბრუნებთ ყუთში. შემდეგ ვიღებთ მეორე ფირფიტას. დათვალეთ იმის ალბათობა, რომ ამოღებული ფირფიტები ერთი ფერისაა.

ხდომილობები დაალაგეთ ტოტების ბოლოებში, როგორც ეს ნაჩვენებია დიაგრამაზე. თითოეულ ტოტზე მითითებულია ხდომილობის შესაბამისი ალბათობა.
 

Tree_diagrams


ჩვენთვის ხელსაყრელი ხდომილობებია ორი მწვანე ან ორი ლურჯი ფირფიტა.

ხელსაყრელ ხომილობამდე მიმავალ შტოზე არსებული ყველა ტოტის ალბათობა უნდა გადაამრავლოთ.

P(მ მ ) 

= 4/10 x 4/10  

= 16/100
  
ხისებრ დიაგრამაში შტოებს შორის გადაადგილებისას ალბათობები იკრიბება.
 
ე.ი. P(მმ ან ლლ)

= 16/100 + 36/100 

= 52/100  

= 13/25
 

 

მოსალოდნელი ალბათობა

როდესაც გვჭირდება ალბათობის დათვლა ცდის ჩატარებისას,

ხელსაყრელ ხდომილობათა მოსალოდნელი რაოდენობა = P(ხდომილობა) x ცდათა რიცხვი(ჩატარებული ცდების რაოდენობა საკმარისად დიდი უნდა იყოს)

მაგალითი: მონეტის 1000–ჯერ აგდებისას, საფასურების მოსალოდნელი რაოდენობა = 1/2 x 1000 = 500


Copyright © 2011 Intel Corporation  skoool-ის შესახებ  მხარდამჭერთა შესახებ  კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება