აირჩიეთ ენა: ENGLISH | ქართული
skoool™ Georgia logos Ministry of education NCAC INTEL
 

 
skoool updates
იხილეთ ზოგიერთი სასწავლო ობიექტი

კუთხის სახეები

ნერვული რკალი

პერიოდული სისტემა

სამყაროს წარმოშობა

კომეტები
 
skoool™.com
emis.ge

« back 
რიცხვი - პროცენტი
 
პროცენტის ცნება | პროცენტის გამოთვლა | პროცენტული ზრდა ან კლება
რაოდენობის პროცენტის სახით ჩაწერა
 

პროცენტის ცნება

პროცენტი არის წილადი, რომლის მნიშვნელია 100.

მაგალითად,
50 პროცენტი (50%) = 50/100 = 1/2
  20 პროცენტი (20%) = 20/100 = 1/5

წილადის ან ათწლადის პროცენტის სახით ჩაწერისას ეს რიცხვი უბრალოდ გაამრავლეთ 100–ზე

მაგალითები: ½ x 100 = 50
ანუ
½ = 50%
  ¼ x 100 = 25
ანუ
¼ = 25%
  1/3 x 100 = 33
1
3
ანუ
1
3
= 33
1
3
%
  0.35 x 100 = 35
ანუ
0.35 = 35%
  0.625 x 100 = 62.5
ანუ
0.625 = 62.5%

იმისათვის, რომ პროცენტი ჩავწეროთ ათწილადის ან წილადის სახით, იგი 100–ზე უნდა გავყოთ.

მაგალითები:

28% = 28/100 = 7/25
 

 

75% = 75/100 = ¾
 

 

28% = 28/100 = 0.28
 

 

75% = 75/100 = 0.25


 

რიცხვის პროცენტის დათვლა

მაგალითი 1: იპოვეთ 40–ის 25%.

მეთოდი: ჩაწერეთ 25% წილადის სახით და გაამრავლეთ 40–ზე.

  40–ის 25%
=
25
100
x 40
    =
¼ x 40
    =
10


მაგალითი 2: გამოთვალეთ 60–ის 50%.

   60–ის 50% =
50
100
x 60
    =
½ x 60
    =
30
 

შენიშვნა: კალკულატორის გარეშე მუშაობისას 10% მარტივად შეიძლება გამოვთვალოთ.

10% = 10/100 =1/10 ე.ი. 10% მოცემული რიცხვის მეათედი ნაწილია. მის გამოსათვლელად მოცემული სიდიდე უნდა გავყოთ 10–ზე.

 

30–ის 10% = 30 ÷ 10 = 3

80–ის 10% = 8

250–ის 10% = 25

16–ის 10% = 1.6

38–ის 10% = 3.8


რიცხვის 10% გამოიყენება სხვა პროცენტების გამოთვლისას:

 

30–ის 20%
= 3 x 2 = 6 (გააორმაგეთ 10%)
  30–ის 30%
= 3 x 3 = 9 (გაასამმაგეთ 10%)
  30–ის 15%
= 30–ის 10% + 30–ის 5%
 
= 3 + 1.5
    = 4.5
ამ მეთოდის გამოყენებით 10–ის ან 5–ის ჯერადი ნებისმიერი პროცენტის კალკულატორის გარეშე გამოთვლაა გარეშე.

 

პროცენტული ზრდა ან კლება

მაგალითი 1: გაზარდეთ 40 ლარი 8%–ით.

მეთოდი: იპოვეთ 40–ის 8% და დაუმატეთ 40–ს.

  40–ის 8% = 40–ის 8/100
    = 40 ÷ 100 x 8
    = 3.2 (კალკულატორით)

ასე რომ , 40–ის 8% = 3.20 ლარი (შენიშვნა: კალკულატორზე გამოთვლის შედეგად მივიღებთ3.2. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს ფულის ერთეულის მითითება. ამიტომ ეს შედეგი ჩაიწერება როგორც 3.20 ლარი)

შევკრიბოთ მიღებული რიცხვი და 40. მაშასადამე, პასუხია 43.20 ლარი

ან

40–ის (100 + 8)%
= 108% of 40
  = 108/100 of 40
  = 40 ÷ 100 x108 (გამოიყენეთ კალკულატორი)
  = £43.20

მაგალითი 2:40 ლარი შეამცირეთ 8%–თ.

ამ შემთხვევაში საწყის რაოდენობას (40) აკლდება მისი 8%.

£

40 ლარი – 3.20 = 36.80 ლარი


ან

100 – 8 = 92 ე.ი. 40–ის 92% = 36.80 ლარი



მაგალითი 3:
ფასდაკლებაზე საქონლის ფასმა დაიკლო 30%–ით. რა იქნება იმ ქურქის გასაყიდი ფასი, რომელიც 80 ლარი ღირდა?

ფასდაკლება = 80–ის 30% = 24 ლარი

გასაყიდი ფასი = 80 – 24 = 56 ლარი


 

რაოდენობის პროცენტის სახით ჩაწერა

ჩაწერეთ მოცემული რაოდენობა წილადის სახით და შემდეგ გადაიყვანეთ პროცენტებში.

მაგალითი 1: ტესტზე 20 კითხვიდან 18 სწორი პასუხი იყო. კითხვების რამდენ პროცენს გასცა მოსწავლემ სწორი პასუხი?

 
წილადი
=
18/20
 
18/20 x 100
=
100 ÷ 20 x 18
   
=
90
 
ე.ი. 18/20
=
90%

მაგალითი 2: ბავშვმა 40 კანფეტიდან 8 შეჭამა. კანფეტების რამდენი პროცენტი უჭამია ბავშვს?

 
8/40
=
20%
რამდენი პროცენტი დარჩა?

 
100 – 20
=
80 მაშასადამე, დარჩენილა კანფეტების 80%.


Copyright © 2011 Intel Corporation  skoool-ის შესახებ  მხარდამჭერთა შესახებ  კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება