აირჩიეთ ენა: ENGLISH | ქართული
skoool™ Georgia logos Ministry of education NCAC INTEL
 

 
skoool updates
იხილეთ ზოგიერთი სასწავლო ობიექტი

კუთხის სახეები

ნერვული რკალი

პერიოდული სისტემა

სამყაროს წარმოშობა

კომეტები
 
skoool™.com
emis.ge

« უკან დაბრუნება 
ვარიაციები (მაღალი საფეხური)
 
მახასიათებელი ნიშნები | გენეტიკური ვარიაცია | გარემოს ცვალებადობა | გამრავლება | მუტაციები | | მენდელი
 

მახასიათებელი ნიშნები

არ არსებობს ორი იდენტური ინდივიდი.

სახეობებს განასხვავებენ სხვადასხვა თვისებებით, ანუ მახასიათებელი ნიშნებით, რომელთა მიხედვით შესაძლებელია ორგანიზმების კლასიფიცირება ჯგუფებად.

ერთი სახეობის ორგანიზმებსაც ახასიათებთ ნიშნების ვარიაციები. მაგალითად, განსხვავებული თმის ფერი ან ჭორფლიანობა.

ერთი ოჯახის წევრებს საერთო ნიშნები აქვთ. ზოგიერთი ნიშანი მემკვიდრულია და ბავსვი მას დედისგან ან მამისგან იღებს მემკვიდრეობით.

ინფორმაცია ნიშნების შესახებ მშობლებიდან შვილებს სასქესო უჯრედების (გამეტების) მეშვეობიტ გადაეცემა.

 

გენეტიკური ვარიაცია

ინფორმაციას ინდივიდის მახასიათებელი ნიშნების შესახებ გენები ატარებენ.

გენები ბირთვში არსებულ სტრუქტურებში – ქრომოსომებშია ლოკალიზებული.

ინდივიდის გენების ვარიაციას გენეტიკურ ვარიაციას უწოდებენ.

გენეტიკური ვარიაციის მაგალითებია: მსხლის ფორმა, ვარდის შეფერილობა, მამრობითი ან მდედრობითი სქესი, ენის მორგოლვის უნარი.

 

გარემოს ცვალებადობა

ინდივიდებს ისეთი ვარიაციებიც აქვთ, რომლებიც იმ გარემო პირობებითაა განპირობებული, რომელშიც ისინი ვითარდებიან.

მაგალითად, ერთ და იმავე პაკეტში მზესუმზირის ერთი თესლი მეორეზე დიდი იქნება, თუკი მისი მომცემი მცენარე ნათელ, თბილ ადგილას იზრდებოდა, ან მცენარე კარგად ირწყვებოდადა საკმარისად ჰქონდა მინერალები.

ინდივიდს შეუძლია შეიღებოს და შეიცვალოს თმის ფერი, ან გაიხვრიტოს ყურები.

ერთს შეიძლება რაიმე შემთხვევის გამო ნაიარევი ჰქონდეს ან დაკარგული ჰქონდეს თითი.

ყველა ზემოჩამოთვლილი გარემოს ცვალებადობის მაგალითებია.

ჩვეულებრივ, ორგანიზმის მახასიათებელ ნიშნებს განაპირობებენ როგორც გენეტიკური ვარიაციები, ისე გარემოს ცვალებადობები.

 

გამრავლება

გამრავლების ორი ტიპი არსებობს.

სქესობრივ გამრავლებაში ორივე მშობელი – მდედრიც და მამრიც მონაწილეობს.

ეს იწვევს შთამომავლობაში დიდ ვარიაციებს, რადგან:

  • თითოეულ მშობელში გამეტები მეიოზის საშუალებით წარმოიქმნებიან, ამიტომ ისინი არასოდეს არიან იდენტური.
  • განაყოფიერებისას მამრობითი და მდედრობითი გამეტები ერთმანეთს ერწყმიან.
  • ალელთა ყოველი წყვილში თითო–თითო ალელი ხვდება ორივე მშობლისგან. ასე რომ, ყოველი ინდივიდი ორივე მშობლისაგან მიღებული გენეტიკური ინფორმაციის ნარევს ატარებს.
  • ალელები სხვადასხვა წყვილებში ხვდებიან და დასაბამს აძლევენ განსხვავებულ ნიშან–თვისებებს.

უსქესო გამრავლებაში მხოლოდ ერთი მშობელი მონაწილეობს.

ახალი უჯრედები მხოლოდ ერთი მშობლიური უჯრედის მიტოზური დაყოფით მიიღება.

მიღებულ თაობაში ყველა ინდივიდი გენეტიკურად მშობლის იდენტურია, აღინიშნება მხოლოდ უმნიშვნელო ვარიაციები.

გენეტიკურად იდენტურ ორგანიზმებს კლონებს უწოდებენ.

 

მუტაციები

მუტაცია გენში ან ქრომოსომაში მომხდარი უეცარი ცვლილებაა.

მუტაციები იშვიათად ხდება, თუმცა მათი ხდომილების სიხშირე იზრდება:

 

  • მაიონიზირებელი, მათ შორის, ულტრაიისფერი და რენტგენის სხივების, რადიოაქტიური სხივების მოქმედებისას. რაც უფრო მეტია რადიაციის დოზა, მით მეტია მუტაციების რისკი.
  • ზოგიერთი ქიმიური ნივთიერების, მაგალითად, სიგარეტის ბოლში შემავალი ნივთიერებების მოქმედების შედეგად.

მუტაციების უმეტესობა საზიანოა. 

თუკი მუტაცია სხეულის უჯრედებში მოხდება, შესაძლოა უჯრედებმა დაიწყონ უკონტროლო ზრდა და დაყოფა და მთელ ორგანიზმს მოედონ. შედეგად, განვითარდება კიბო.

თუკი მუტაციები რეპროდუქციულ (სასქესო) უჯრედებში მოხდება, ისინი შეიძლება თაობებს გადაეცენ.

ახალგაზრდა ორგანიზმის ნორმალური განვითარება შესაძლოა დაირღვეს, ან ორგანიზმი განვითარების ადრეულ სტადიაზევე დაიღუპოს.

ზოგიერთი მუტაცია ნეიტარულია, ანუ არა აქვს გამოვლინება.

იშვიათად, მუტაციამ შესაძლოა გადარჩენის შესაძლებლობა გაზარდოს. ასეთ შემთხვევაში ის თაობებს გადაეცემა და განმტკიცდება.

 

მენდელი

გრეგორ მენდელი ავსტრიელი ბერი იყო, რომელმაც აღმოაჩინა, რომ მცენარე ბარდაში ზოგიერთი ნიშან–თვისება გარკვეული კანონზომიერებით გადაეცემა თაობებს და შესაძლებელია ამის წინასწარი განჭვრეტა. ის აკვირდებოდა თაობებში ყვავილის შეფერილობის, თესლის ფორმის და მცენარის სიმაღლის ნიშნების გადაცემას.

მიღებული შედეგების საფუძველზე მან დაასკვნა, რომ მახასიათებელი ნიშნებს ცალ–ცალკე ნაწილაკები ატარებენ და არ ხდება მათი კომბინირება (აღრევა).

მან აღმოაჩინა, რომ ყოველი ნიშანს ორი ნაწილაკი განსაზღვრავს, მაგრამ მომდევნო თაობაში თითოეული მშობელი მხოლოდ ერთ ნაწილაკს გადასცემს.

მაგალითად, როდესაც ერთმანეთს ეჯვარებიან წითელყვავილა და თეთრყვავილა მცენარეები, შთამომავლობაში ყვავილებს მხოლოდ წითელი ან თეთრი ყვავილები ექნებათ, მაგრამ არა ვარდისფერი. მენდელისეულ ნაწილაკებს ჩვენ ახლა "გენებს" ვუწოდებთ.

მენდელის შრომის მნიშვნელობა იმ დროს სათანადოდ ვერ შეაფასეს (ეს მოგვიანებით, მისი გარდაცვალების შემდეგ მოხდა), რადგან ის არ გამოქვეყნებულა და ფართო საზოგადოებრიობისთვის უცნობი დარჩა.


Copyright © 2011 Intel Corporation  skoool-ის შესახებ  მხარდამჭერთა შესახებ  კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება