აირჩიეთ ენა: ENGLISH | ქართული
skoool™ Georgia logos Ministry of education NCAC INTEL
 

 
skoool updates
იხილეთ ზოგიერთი სასწავლო ობიექტი

კუთხის სახეები

ნერვული რკალი

პერიოდული სისტემა

სამყაროს წარმოშობა

კომეტები
 
skoool™.com
emis.ge

« back 
რიცხვი - შეფარდება
 
შეფარდების შეკვეცა | მოცემულ თანაფარდობით დაყოფა | უცნობი წევრის პოვნა
 

შეფარდების შეკვეცა

შეფარდების შესახებ სამი ტიპის შეკითხვა არსებობს.

მაგალითი 1: შეფარდების ჩაწერა და შეკვეცა.

თამარის სიმაღლეა 80 სმ, ხოლო მისი დის, ნინოს, სიმაღლეა120 სმ. ჩაწერეთ დების სიმაღლეები შეფარდების სახით.

თამარი
 
ნინო
 
80
:
120
 

მცემულ რიცხვებს შორის უნდა ჩავწეროთ  : . შეფარდებაში შემავალი სიდიდეების განზომილება უნდა ემთხვეოდეს ერთმანეთს.

შეფარდების შეკვეცისას გასაყოფი და გამყოფი გაყავით ერთი და იგივე რიცხვზე.

80
:
120
 
÷
40
 
2
:
3
 

თამარისა და ნინოს სიმაღლეების შეფარდებაა 2 : 3

დავუშვათ, შეფარდებაში შემავალი სიდიდეების განზომილება ერთმანეთისგან განსხვავებულია, მაგ. 90სმ : 1.5მ. მაშინ, ერთ–ერთის განზომილება უნდა გადავიყვანოთ მეორე სიდიდის ერთეულებში, როგორც ეს ნაჩვენებია მაგალითში.

90
:
150
 
 
÷
30
3

:

5
 

 

მოცემული თანაფარდობით დაყოფა

მაგალითი 1: გაუნაწილეთ 80 ლარი თემოს და ჯაბას ისე, რომ მათი თანხების შეფარდებაა 3 : 5.

ეს ნიშნავს, რომ თემო მიიღებს 3 ნაწილს, ხოლო ჯაბა – 5 ნაწილს.

სულ 3 + 5 = 8 ნაწილია

80 ÷ 8 = 10 ლარი
  (ერთი ნაწილის მნიშვნელობა)
     
თემო = 3 ნაწილს, ე.ი. 3 x 10 = 30 ლარი
და
ჯაბა = 5 ნაწილს, ე.ი.5 x 10 = 50 ლარი

ამოხსნის გზა შემდეგ ნაბიჯებად შეგვიძლია დავყოთ:

ა) შეკრიბეთ შეფარდებაში შემავალი რიცხვები.
ბ) გაყავით მთლიანი რაოდენობა მიღებულ შედეგზე.
გ) შეფარდებაში შემავალი თითოეული რიცხვი გაამრავლეთ (ბ) პუნქტში მიღებულ რიცხვზე.

 

უცნობი წევრის პოვნა

მაგალითი 1: მონაკვეთი დაყოფილია შეფარდებით 2:3. თუ უფრო დიდი ნაწილის სიგრძეა 15სმ, მაშინ რა სიგრძისაა უფრო მოკლე მონაკვეთი?

გრძელი მონაკვეთი = 3 ნაწილს

3 ნაწილი = 15სმ

1 ნაწილი = 15 ÷ 3 = 5სმ

მოკლე მონაკვეთი = 2 x 5სმ = 10 სმ.


Copyright © 2011 Intel Corporation  skoool-ის შესახებ  მხარდამჭერთა შესახებ  კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება