აირჩიეთ ენა: ENGLISH | ქართული
skoool™ Georgia logos Ministry of education NCAC INTEL
 

 
skoool updates
იხილეთ ზოგიერთი სასწავლო ობიექტი

კუთხის სახეები

ნერვული რკალი

პერიოდული სისტემა

სამყაროს წარმოშობა

კომეტები
 
skoool™.com
emis.ge

« back 
რიცხვი - ოთხი მოქმედება
 
შესავალი | შეკრება| გამოკლება| გამრავლება | გაყოფა | გამოსახულების გამარტივება
 

შესავალი

რიცხვებზე მოქმედების ოთხი ძირითადი ხერხი არსებობს: შეკრება, გამოკლება, გამრავლება და გაყოფა

მათი შესაბამისი სიმბოლოებია +, –, x, და ÷.

ამ ალგებრულ ოპერაციებს ხშირად ქვემოთ ჩამოთვლილი სახელებითაც მოვიხსენიებთ.

  • შეკრება: მიმატება, ჯამი, პლუსი
  • გამოკლება: სხვაობა, მინუსი
  • გამრავლება: ნამრავლი, ჯერ
  • გაყოფა: შეფარდება

 

შეკრება
მაგალითად, 156 + 378

შესაკრებები ისე ჩაწერეთ სვეტში, რომ შესაბამისი თანრიგები ერთმანეთის ქვეშ მოხვდეს.

   156  
+ 378
   534  

 

გამოკლება
მაგალითად, 734 – 589

  71 31 4
- 5   8  9   
  1   4  5

ვინადიან 4–ს 9 არ აკლდება, პირველი რიცხვის შუა სვეტიდან ვისესხებთ ათს და შემდეგ ვიპოვით 14–ის და 9–ის სხვაობას. შედეგი იქნება 5.
ვინაიდან 3–დან ვისესხეთ ერთი, დაგვრჩა 2.

მაშასადამე, 8 უნდა გამოვაკლოთ 2–ს, რაც შეუძლებელია.

ამიტომ, კვლავ ვისესხებთ 1–ს და 12–ს გამოვაკლებთ 8–ს.

უკანასკნელ (უკიდურეს მარცხენა სვეტში) 6–ს გამოვაკლებთ 5–ს.

შედეგად, 734 – 589 = 145.

 

გამრავლება

მარტივი შემთხვევა: განვიხილოთ ნამრავლი75 x 4

თანმამრავლები ჩაწერეთ ერთმანეთის ქვეშ:

  75
x  4
300

4 x 5 არის 20, ამიტომ დავწერთ 0–ს და 2–ს დავიმახსოვრებთ.

4 x 7 უდრის 28. ამ შედეგს ემატება დამახსოვრებული 2. მივიღებთ 30.

რთული შემთხვევა: განვიხილოთ მაგალითი 45 x 32

46
   
x 32
   
92
  (46 x 2)
1380
  (46 x 30) შენიშვნა: გაამრავლეთ 3–ზე და შედეგს მიუწერეთ 0
1472
   

 

გაყოფა

მარტივი შემთხვევა: განვიხილოთ მაგალითი 56 ÷ 2 =  

 long_division_28

5–ში 2 მოთავსდება 2–ჯერ, ხოლო ნაშთი იქნება 1.

ნაშთში დარჩენილი 1 ჩავწეროთ 6–ის სვეტში ათეულების თანრიგში და ერთეულებში მივუწეროთ 6. შედეგია16.

16–ში 2 მოთავსდება 8–ჯერ. მაშასადამე, საბოლოო შედეგია 28.

რთული შემთხვევა: განვიხილოთ მაგალითი 7686 ÷ 14 =

  long_division_543
70  
 
  68
 
 
  64
 
   126
 
 
    42
 

14 x 5 = 70. 76–ში 14 მოთავსდება 5–ჯერ, ნაშთი იქნება 6.

8–ს ჩამოვიტანთ 6–თან და მივიღებთ 68–ს.

68–ში 14 მოთავსდება 4–ჯერ და ნაშთი იქნება 12, ვინაიდან 14 x 4 = 56.

6–ს ჩამოვიტანთ 12–თან, რაც მოგვცემს 126.

126–ში 14 მოთავსდება ზუსტად 9–ჯერ. 14 x 9 = 126.

 

გამოსახულების გამარტივება

გამოსახულების გამარტივება შემდეგი თანმიმდევრობით ხდება:

ფრჩხილი
გაყოფა
გამრავლება
შეკრება
გამოკლება

მაგალითად, 5 + 3 x 2 = 5 + 6 = 11.

x წინ უსწრებს + 

( 5 + 3 ) x 2 = 8 x 2 = 16.

ამ შემთხვევაში ჯერ სრულდება ფრჩხილებში მოქცეული ოპერაცია, შემდეგ კი x

12 – 6 ÷ 2 = 9.

ჯერ ვყოფთ, შემდეგ ვაკლებთ.


Copyright © 2011 Intel Corporation  skoool-ის შესახებ  მხარდამჭერთა შესახებ  კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება