აირჩიეთ ენა: ENGLISH | ქართული
skoool™ Georgia logos Ministry of education NCAC INTEL
 

 
skoool updates
იხილეთ ზოგიერთი სასწავლო ობიექტი

კუთხის სახეები

ნერვული რკალი

პერიოდული სისტემა

სამყაროს წარმოშობა

კომეტები
 
skoool™.com
emis.ge

« back 
რიცხვი - ათწილადი და სიზუსტე, მნიშვნელოვანი თანრიგები და შეფასება
 
მიახლოებითი მნიშვნელობა | წილად ნაწილამდე დამრგვალება | მნიშვნელოვანი თანრიგები | შეფასება
 

მიახლოებითი მნიშვნელობა

რიცხვის მიახლოებითი მნიშვნელობის ჩასაწერად რამოდენიმე ხერხი არსებობს.

1) მთელამდე დამრგვალება

2.4 = 2 –, ვინაიდან ეს რიცხვი 2–თან უფრო ახლოსაა, ვიდრე 3–თან.

76.2 = 76 , ვინაიდან ეს რიცხვი 76–თან უფრო ახლოსაა, ვიდრე 77–თან.

7.8 = 8, ვინაიდან ეს რიცხვი 8–თან უფრო ახლოსაა, ვიდრე 7–თან.

წესი: თუ რიცხვის მთელი ნაწილის შემდეგ მდგომი თანრიგი 5–ზე მეტია ან ტოლი, მაშინ დამრგვალებისას მთელი ნაწილი ერთით იზრდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მთელი ნაწილი იგივე რჩება. რიცხვის წილადი ნაწილი ორივე შემთხვევაში გაქრება.

2) ათეულამდე დამრგვალება

13 = 10 (ათეულის სიზუსტით)

68 = 70 (ათეულის სიზუსტით)

25 = 30 (ათეულის სიზუსტით)

წესი: თუ ათეულების თანრიგში მდგომი ციფრის შემდეგ (ერთეულების თანრიგში) გაქვთ 5 ან მეტი, მაშინ დამრგვალებისას ათეულების თანრიგი ერთით გაიზდება.

ანალოგიურად, რიცხვი შეგვიძლია ჩავწეროთ ასეულის, ათასეულის და ა.შ. სიზუსტით.

1467 = 1000 ათასეულის სიზუსტით.
  = 1500 ასეულის სიზუსტით.

 

წილად ნაწილამდე დამრგვალება

ამ შემთხვევაშიც ვიყენებთ ზემოთ ჩამოთვლილ წესებს. თუმცა, ათვლას ვიწყებთ ათწილადის გამყოფი წერტილის შემდეგ.

მაგალითად, 3.42 = 3.4 მეათედის სიზუსტით

მეათედი ათწილადის წერტილის შემდეგ მდგომი პირველივე ციფრია. ვინაიდან ამ რიცხვში მას მოსდევს 2, დამრგვალებისას მისი მნიშვნელობა უცვლელია.

6.58 = 6.6 მეათედის სიზუსტით.

ვინაიდან 5–ს მოსდევს 8, დამრგვალების შედეგად მას დაემატება 1 და გახდება 6–ის ტოლი.

47.3948 = 47.39 მეასედის სიზუსტით.

მეასედის თანრიგში გვაქვს 9. მას მოსდევს 5–ზე ნაკლები რიცხვი. შესაბამისად, 9 უცვლელი დარჩება.

წესი: ათწილადის გამყოფი წერტილის შემდეგ გადათვალეთ ციფრების რაოდენობა, რათა მიიღოთ თქვენთვის სასურველი სიზუსტე. თუ შემდეგი ციფრი 5–ზე ნაკლებია, მაშინ ჩვენთვის საჭირო ადგილას მდგომი ციფრი უცვლელი დარჩება. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი 1–ით გაიზრდება.

3.98 = 4.0 მეათედის სიზუსტით.

როგორც ხედავთ, 9 დამრგვალების შედეგად გაძლევს 10–ს რაც თავისთავად 3–ს გაზრდის ერთით და მთელი ნაწილი გახდება 4. ამ შემთხვევაში 0–ის დაწერა აუცილებელია.

 

ნიშვნეოვანი ციფრები

4) მნიშვნელოვანი ციფრები

მთელი რიცხვები

129 = 100 პირველი თანრიგის სიზუსტით

129 = 130 ორი თანრიგის სიზუსტით

3684 = 3680 სამი თანრიგის სიზუსტით

ათვლას მოცემული რიცხვის პირველი ციფრიდან ვიწყებთ. ხოლო დარჩენილ თანრიგებში აუცილებლად უნდა ჩავწეროთ ნულები.

45793 = 50000 პირველი თანრიგის სიზუსტით

ათწილადები

0.0047 = 0.005 პირველი თანრიგის სიზუსტით

ათწილადის შემთხვევაში ათვლას ვიწყებთ პირველივე ნულისგან განსხვავებული ციფრიდან.

0.07649 = 0.076 ორი თანრიგის სიზუსტით
დარჩენილი თანრიგების ნაცვლად ნულების დაწერა არაა აუცილებელი

 

შეფასება

გამოთვლის შედეგის შეფასებისას დამრგვალებას ვახდენთ პირველი თანრიგის სიზუსტით. შემდგომ ვიყენებთ ჩვენთვის მოსახერხებელ უახლოეს რიცხვს, რათა გავამარტივოთ გამოთვლები.

მაგალითი: შეაფასეთ19.6 ÷ 3.28

19.6 = 20
 
3.28 = 3 (პირველი თანრიგის სიზუსტით.)
   
19.6 ÷ 3.28 = 20 ÷ 3
(პირველი თანრიგის სიზუსტით)
21 ÷ 3 = 7
(21 უფრო მოსახერხებელია)
შეფასება არის 7.  

შენიშვნა: კალკულატორზე გამოთვლების ჩატარებისას უპრიანია რიცხვის შეფასების გამოყენება. ამ გზით ადვილად შეამოწმებთ პასუხის სისწორეს.

Copyright © 2011 Intel Corporation  skoool-ის შესახებ  მხარდამჭერთა შესახებ  კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება