აირჩიეთ ენა: ENGLISH | ქართული
skoool™ Georgia logos Ministry of education NCAC INTEL
 

 
skoool updates
იხილეთ ზოგიერთი სასწავლო ობიექტი

კუთხის სახეები

ნერვული რკალი

პერიოდული სისტემა

სამყაროს წარმოშობა

კომეტები
 
skoool™.com
emis.ge

« back 
ალგებრა - წინადადების გამოსახულების სახით ჩაწერა
 
წინადადების გამოსახულების სახით ჩაწერა | განტოლების შედგენა
 

წინადადების გამოსახულების სახით ჩაწერა

იმისათვის, რომ წინადადება ჩავწეროთ გამოსახულების სახით, უნდა გამოვიყენოთ ალგბრული ოპერაციები და გამარტივების წესები.

მაგალითები:

ჯაბას აქვს m ცალი კანფეტი, ხოლო პაატას აქვს y კანფეტი. რამდენი კანფეტი აქვთ ჯაბას და პაატას ერთად?

მათ აქვთ m + y ცალი კანფეტი.

ამ პასუხის შემდგომი გამარტივება შეუძლებელია, ვინაიდან წევრები არაა მსგავსი. დებულება ჩაწერილია გამოსახულების სახით.

თამარს ჯაბაზე 5–ით მეტი კანფტი აქვს. რამდენი კანფეტი აქვს თამარს?

თამარს აქვს m + 5 ცალი კანფეტი. (წევრები არაა მსგავსი)

ბესოს აქვს პაატზე ორჯერ მეტი კანფეტი. რამდენი კანფეტი აქვს ბესოს?

ბესოს აქვს 2 x y = 2y კანფტი (ასეთი ჩანაწერის დროს შეგვიძლია გამოვტოვოთ გამრავლების ნიშანი).

თემოს აქვს ჯაბაზე ორჯერ ნაკლები კანფეტი. რამდენი კანფეტი აქვს თემოს?

თემოს აქვს m / 2 =

m კანფეტი (გაყოფა)

  2

ნინოს აქვს ჯაბაზე 4–ით ნაკლები კანფეტი.

ესე იგი, ნინოს აქვს m – 4 კანფეტი. (წევრები არაა მსგავსი)

 

განტოლების შედგენა

იმისათვის, რომ შევძლოთ განტოლების შედგენა, ზემოთ მოყვანილ მაგალითებთან შედარებით მეტი ინფორმაციაა საჭირო.

მაგალითი 1:  რიცხვის 3–ზე გამრავლებით და შემდეგ 5–ის დამატებით მივიღებთ 32–ს. იპოვეთ ეს რიცხვი.

დავუშვათ ეს რიცხვია y.

მისი 3–ზე გამრავლების შედეგი = 3y

5–ის დამატებით მივიღებთ 3y + 5

ესე იგი 3y + 5
= 32. ამოვხსნათ განტოლება და ვიპოვოთ y.
3y
= 32 – 5
(–5)
3y
= 27
(გაყავით 3–ზე)
y
= 27/3
 
y
= 9
 
ეს რიცხვია 9.  

მაგალითი 2: მართკუთხედის სიგრძეა (m + 3) სმ, ხოლო მისი სიგანეა 5 სმ. თუ ამ მართკუთხედის ფართობია 50 სმ2, იპოვეთ მისი სიგრძე.

ფართობი = სოგრძე x სიგანე
   50 = ( m + 3) x 5

ფრჩხილების საშუალებით გამოვყოფთ ამ მართკუთხედის სიგრძეს.

მიიღება განტოლება 5( m +3) = 50

ამოვხსნათ ეს განტოლება და ვიპოვოთ m.

5 m + 15

= 50 (– 15)

5 m

= 50 – 15  

5 m

= 35 (გაყავით 5–ზე)

m

= 35/5  

m

= 7  

სიგრძე

= m + 3  
 
= 7 + 3  
 
= 10 სმ  


მაგალითი 3: მართკუთხედის სიგრძეა a სმ. სიგანე სიგრძეზე 5 სმ–ით ნაკლებია. მისი პერიმეტრია 50 სმ. შეადგინეთ განტოლება და იპოვეთ ამ მართკუთხედის სიგრძე და სიგანე.

სიგრძე = a
სიგანე = a – 5
პერიმეტრი = a + a + (a - 5) + (a -5 )

50 =

2a + 2a – 10

 
50 =

4a – 10

(+10)
     
50 +10=

4a

 
60 =
4a (გაყავით 4–ზე)
60/4 =
a  
15 =
a  
     
სიგრძე = 15 cm
 სიგანე = 15 – 5 = 10 cm
 

Copyright © 2011 Intel Corporation  skoool-ის შესახებ  მხარდამჭერთა შესახებ  კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება