აირჩიეთ ენა: ENGLISH | ქართული
skoool™ Georgia logos Ministry of education NCAC INTEL
 

 
skoool updates
იხილეთ ზოგიერთი სასწავლო ობიექტი

კუთხის სახეები

ნერვული რკალი

პერიოდული სისტემა

სამყაროს წარმოშობა

კომეტები
 
skoool™.com
emis.ge

« back 

რიცხვი - გამოყენება

ვალუტის გაცვლის კურსი | მარტივი პროცენტი | რთული პროცენტი | სიჩქარე| სიმკვრივე| სამკუთხედის წესი

ვალუტის გაცვლის კურსი

პირდაპირი პროპორციის გამოყენება პრაქტიკაში.

მაგალითი 1: მოცემულია, რომ $1 =1.5 ლარს, რამდენი ლარი იქნება $10?

 

$10 = 1.5 x 10 = 15 ლარი

მაგალითი 2:რამდენი დოლარია 28 ლარი?

  1ლარი = $1/1.5
  28 ლარი= 1/1.5 x 28 = $18.67 (ერთი ცენტის სიზუსტით)

წესი: დაადგინეთ გასაცვლელი ვალუტის ერთეულის ფასი და გაამრავლეთ ამ ვალუტის რაოდენობაზე.

 
მარტივი პროცენტი(I)

მარტივი პროცენტი ინვესტიციაზე ან დეპოზიტზე დარიცხული მოგების გამოთვლის ერთერთი ხერხია.

მარტივი პროცენტის გამოსათვლელი ფორმულა:

I = PTR
     100

 
             
სადაც
   
P = ინვესტიციის (ჩადებული თანხის) ოდენობა
T = დრო (იზომება წლებში)    
R = საპროცენტო განაკვეთი(%)    

მაგალითი 1: განახორციელეს 6000 ლარის 8 წლის ვადით. წლიური საპროცენტო განაკვეთია 15%. დარიცხვა ხდება მარტივი პროცენტით. რისი ტოლი იქნება დარიცხული პროცენტი? რისი ტოლი გახდება მთლიანი თანხა 8 წლის შემდეგ?

P = 600

       

T = 8

I =
  600 x 8 x 15
       100
 

R = 15

 

 

 
 
I =

  £720

 
 
დაგროვილი თანხა =
600 + 720 =
£1320

შენიშვნა: ამგვარ ამოცანებში შესაძლო საძიებელი სიდიდეებია I, P, T, ან R.

ფორმულიდან გამოსახეთ საძიებელი სიდიდე და შემდეგ ჩასვით ამოცანაში მოცემული მნიშვნელობები.


მაგალითი 2: თქვენ განახორციელეთ 6,000 ლარის ინვესტიცია ერთი წლისა და 6 თვის ვადით.დარიცხვა ხდებოდა მარტივი პროვენტით და დარიცხულმა მოგებამ შეადგინა 1,000 ლარი. რისი ტოლი იყო წლიური საპროცენტო განაკვეთი?

P = 6000

     

T = 1½ წელი

R =
  100 I
  PT
(გამოსახეთ R)

R = ?

 
 
 

I = 1000

     
 
R =

100 x 1000

= 11

 1/9
      6000 x 1½

 
 
R=
  11
 1/9 %
   

 

რთული პროცენტი

რთული პროცენტით დარიცხვისას ძირითად თანხას ემატება მოგება და შემდგომ ითვლება დაგროვილი თანხის პროცენტი.

მაგალითი 1: თქვენ განახორციელეთ 900 ლარის ტოლი ინვესტიცია 3 წლის ვადით. წლიური საპროცენტო განაკვეთია 5%. დარიცხვა ხდება რთული პროცენტით. იპოვეთ მოგება.
 


I წელი 5/100 x 900 = £45

II წელი 5/100 x 945 = £47.25

III წელი 5/100 x 992.25 = 49.61 ლარი (ერთი თეთრის სიზუსტით)


მთლიანი მოგება= 45 + 47.25 + 49.61 = 141.86 ლარი


მაგალითი 2: გამოთვალეთ 3 წლის განმავლობაში დაგროვილი თანხა.

  დაგროვილი თანხა = 900 + 141.86 = 1,041.86 ლარი

უფრო გრძელვადიანი ინვესტიციის შემთხვევაში შეგიძლიათ გამოიყენოთ პროცენტის გამოთვლის მოკლე ხერხი.

დააკვირდით შემდეგ მაგალითს:

თანხა პირველი წლის ბოლოს = 900–ის 105% = 1.05 x 900

თანხა მეორე წლის ბოლოს = პირველი წლის ბოლოს არსებული თანხის 105% = 1.05 x 1.05 x 900

მაშასადამე, ყოველი წლის ბოლოს ვამრავლებთ 105% = 1.05–ზე.

დაგროვილი თანხა = (1.05)3 x 900 = 1,041.86 ლარი

(შენიშვნა: კალკულატორის საშუალებით გამოთვლა შემდეგნაირად ხდება)


1.05 (ახარისხების ღილაკი) 3 x 900
^     

15 წლიანი ინვესტიციის შემთხვევაში, ხარისხი გახდება 15.

(1.05)15 x 900 = 1,871.04 ლარი (ერთი თეთრის სიზუსტით)

 

სიჩქარე

სიჩქარე არის დროის ერთეულში გავლილი მანძილი.

მაგალითი 1: მანქანა 2 საათში გადის 150 კილომეტრს. იპოვეთ მისი საშუალო სიჩქარე.
  1 სთ–ში გავლილი მანძილია 150 ÷ 2 = 75 კმ
 

 სიჩქარე = 75 კმ/სთ

სიჩქარის ერთეული შესაძლოა იყოს კმ/სთ ან მ/წმ.

შენიშვნა: პასუხი ყოველთვის ჩაწერეთ კითხვაში მოცემულ ერთეულებში.

მაგალითი 2: ნაწილაკი ფარავს 30000 სმ–ს 0.5 წუთში. იპოვეთ ამ ნაწილაკის სიჩქარე მ/წმ–ში.

30000 სმ =

0.5 წთ =

სიჩქარე =

 300 მ

 30 წმ.

 300/30 = 10 მ/წმ


საშულო სიჩქარის (S) გამოსათვლელი ფორმულა


S = D
       T

სადაც S = სიჩქარე
           D = მანძილი
           T = დრო

ამ ფორმულის გამოყენებისას რომელიმე ორი სიდიდე მოცემულია. გამოსახეთ საძიებელი სიდიდე, ჩასვით მოცემული მნიშვნელობები და გამოთვალეთ პასუხი.

მაგალითი 3: მანქანის სიჩქარე 2 საათის განმავლობაში იყო 80 კმ/სთ. იპოვეთ მანქანის მიერ გავლილი მანძილი.

S = 80
T = 2
D = S x T (გამოსახეთ D)
D = 80 x 2 = 160 კმ

მაგალითი 4: მანქანამ 60 კმ/სთ სიჩქარით დაფარა 300 კმ. რა დრო დასჭირდა მანქნას ამ მანძილის დასაფარად?

     
S = 60  
D = 300  
T = D  
  S (გამოსახეთ T)
 
T = 300 = 5 საათი  
   60  


 
სიმკვრივე

ნივთიერების სიმკვრივე არის მოცულობის ერთეულის მასა.

სიმკვრივის (D) გამოსათვლელი ფორმულა
D = M
V
 

სადაც M = მასა (გრ)
            V = მოცულობა (სმ 3)

მაგალითი 1: სხეულის მასაა 500გრ, ხოლო მისი მოცულობაა1000 სმ3. გამოთვალეთ ამ სხეულის სიმკვრივე.

M = 500
V = 1000
D = 500 = 0.5 გრ/სმ3
      1000

მაგალითი 2: V = 3000სმ3, D = 0.2 გრ/სმ3. M = ?

M = D x V (გამოსახეთ M)
M = 0.2 x 3000 = 600გრ

 

სამკუთხედის წესი

ამოცანები სიჩქარეზე და სიმკვრივეზე შეგვიძლია ამოვხსნათ სამკუთხედის წესის გამოყენებით.

სიჩქარე

სამკუთხედის ვერტიკალური მონაკეთი გამრავლებაა, ხოლო ჰორიზონტალური – გაყოფა.

თუ D, T და S სიდიდეებიდან რომელიმე ორის მნიშვნელობა ცნობილია, მესამის პოვნა შესაძლებელია შემდეგი ხერხით:

speed_triangle

D/T = S

D/S = T

S x T = D


სიმკვრივე

სიმკვირივის შემთხვევაში სამკუთხედი სიჩქარის ანალოგიურად გამოიყენება.

density_triangle


M/D = V

M/V = D

D x V = M



Copyright © 2011 Intel Corporation  skoool-ის შესახებ  მხარდამჭერთა შესახებ  კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება