აირჩიეთ ენა: ENGLISH | ქართული
skoool™ Georgia logos Ministry of education NCAC INTEL
 

 
skoool updates
იხილეთ ზოგიერთი სასწავლო ობიექტი

კუთხის სახეები

ნერვული რკალი

პერიოდული სისტემა

სამყაროს წარმოშობა

კომეტები
 
skoool™.com
emis.ge

« back 
ალგებრა - კვადრატული განტოლების ამოხსნა
გამოსახულება ნულის ტოლია | გამოსახულება არ არის ნულის ტოლი
 

თუ განტოლებაში უცნობის უმაღლესი ხარისხი არის 2, ასეთ განტოლებას კვადრატული ეწოდება. მაგალითად, x2 + 5x + 6 = 0

 

გამოსახულება ნულის ტოლია

ეს ხერხი ვარგისია იმ შემთხვევაში, თუ ტოლობის მარჯვენა მხარე ნულის ტოლია .

მაგალითი 1: ამოხსენით x2 + 5x + 6 = 0

ნაბიჯი 1:

 

დაშალეთ მამრავლებად (x + 3)(x + 2) = 0


ნაბიჯი 2: თითოეული თანამამრავლი გაუტოლეთ ნულს

  x + 3 = 0 ან x + 2 = 0


(შენიშვნა: თუ ორი გამოსახულების ნამავლია 0, მაშინ ერთ-ერთი თანამამრავლი აუცილებლად ნულის ტოლია).

ნაბიჯი 3: ამოხსენით თითოეული განტოლება.

 
x + 3 = 0
ან x + 2 = 0
 
 
x = –3
x = –2
 

მაშასადამე –3 და  –2 ამ განტოლების ამონახსნებია.

გრაფიკის ფორმა განაპირობებს, რომ განტოლებას ორი ამონახსნი აქვს (იხილეთ თავი გრაფიკების შესახებ).

მაგალითი 2: ამოხსენით x2 + 7x – 18 = 0

  (x + 9)(x – 2) = 0
   
 
x + 9 = 0
ან
x – 2 = 0
 
 
x = – 9
 
x = 2
 

მაგალითი 3: ამოხსენით x2 – 8x + 12 = 0

  (x - 6)(x - 2) = 0
   
 
x - 2 = 0
ან
x – 6 = 0
 
 
x = 2
 
x = 6
 

 

გამოსახულება არ არის ნულის ტოლი

თუ განტოლების მარჯვენა მხარე ნულისგან განსხვავებულია, მიმართეთ შემდეგ ხერხს .

მაგალითი 1: ამოხსენით x 2 + 5x + 3 = 17

ტოლობის ორივე მხარეს გამოაკელით 17, რათა მარჯვენა მხარე განულდეს.

 
x2 + 5x – 14 = 0
   
 
(x + 7)(x – 2) = 0
   
 
x = –7
ან
x = 2
 


Copyright © 2011 Intel Corporation  skoool-ის შესახებ  მხარდამჭერთა შესახებ  კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება