აირჩიეთ ენა: ENGLISH | ქართული
skoool™ Georgia logos Ministry of education NCAC INTEL
 

 
skoool updates
იხილეთ ზოგიერთი სასწავლო ობიექტი

კუთხის სახეები

ნერვული რკალი

პერიოდული სისტემა

სამყაროს წარმოშობა

კომეტები
 
skoool™.com
emis.ge

« back 
ალგებრა - განტოლებათა სისტემა
 
განტოლებათა სისტემის ამოხსნის ხერხი | ამონახსნის შემოწმება | მნიშვნელოვანი შენიშვნა
 

განტოლებათა სისტემის ამოხსნის ხერხი

განტოლებათა სისტემის ამონახსნი აკმაყოფილებს სისტემაში შემავალ თითოეულ განტოლებას. ანუ, განტოლებები უნდა ამოიხსნას ერთდროულად.

 

ამოხსენით: 2x + y = 1
  6x - 2y = 13

1. x–ის ან y–ის წინ მდგომი კოეფიციენტები გაათანაბრეთ.

  2x + y = 1

(გაამრავლეთ 2–ზე)

პირველი განტოლების 2–ზე გამრავლების შედეგად მივიღებთ
 

4x + 2y = 2


მეორე განტოლება კვლავ იგივე რჩება: 6x – 2y = 13


2. მიუმატეთ ან გამოაკელით ორი განტოლება და გააბათილეთ თქვენს მიერ შერჩეული ცვლადი.

  4x + 2y = 2  
  6x – 2y = 13  
  10x       = 15 (ამ შემთხვევაში განტოლებები იკრიბება)


3. იპოვეთ x.

 
x = 15
 
 
10
 
 
x = 1.5
 


4. ერთ–ერთ განტოლებაში ჩასვით x = 1.5.
 

             2x + y = 1

 

  (2 x 1.5) + y = 1

 

 

3 + y = 1

 

 

   y = –2
 

პასუხი: x = 1.5  
  y = – 2  

 
ამონახსნის შემოწმება

ჩასვით x = 1.5 და y = –2 მეორე განტოლებაში და დარწმუნდით, რომ მიღებული ტოლობა ჭეშმარიტია.
                  6x – 2y = 13
(6 x 1.5) – (2x – 2) = 13
                  9 - (–4) = 13
                      9 + 4 = 13

 

მნიშვნელოვანი შენიშვნა

თუ თქვენს მიერ შერჩეულ უცნობს ორივე განტოლებაში ერთნაირი ნიშანი აქვს, მაშინ ორი განტოლება უნდა გამოაკლოთ ერთმანეთს.

3x + 2y = 16    
2x + 2y = 14    
x

 = 2

  (გამოაკელით განტოლებები)


თუ უცნობების ნიშნები საპირისპიროა, წევრების გასაბათილებლად განტოლებები უნდა შევკრიბოთ.

განტოლებათა სისტემის ამოხსნა გრაფიკული ხრხითაც შეიძლება . სისტემის ამონახსნი ორი გრაფიკის გადაკვეთის წერტილის კოორდინატებია.


Copyright © 2011 Intel Corporation  skoool-ის შესახებ  მხარდამჭერთა შესახებ  კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება