აირჩიეთ ენა: ENGLISH | ქართული
skoool™ Georgia logos Ministry of education NCAC INTEL
 

 
skoool updates
იხილეთ ზოგიერთი სასწავლო ობიექტი

კუთხის სახეები

ნერვული რკალი

პერიოდული სისტემა

სამყაროს წარმოშობა

კომეტები
 
skoool™.com
emis.ge

« უკან დაბრუნება 
მცენარის ჰორმონები (მაღალი საფეხური)
 
მცენარეთა საპასუხო რეაქციები – ტროპიზმები | ჰორმონები | ფოტოტროპიზმი | გეოტროპიზმი | კომერციული გამოყენება
 

მცენარეთა საპასუხო რეაქციები – ტროპიზმები

ყველა ცოცხალი ორგანიზმი მგრძნობიარეა გარემოში მომხდარი ცვლილებების მიმართ.

მცენარეები მგრძნობიარე არიან სინათლის, ტენიანობის და გრავიტაციის მიმართ.

სინათლის მიმართ საპასუხო რეაქციას ფოტოტროპიზმი ეწოდება.

გრავიტაციის მიმართ რეაქციას გეოტროპიზმს უწოდებენ.

ტენიანობის მიმართ რეაქციას ჰიდროტროპიზმი ეწოდება.

  • ზრდისას მცენარის ყლორტები ზემოთ, სინათლისკენ, გრავიტაციის საპირისპირო მხარეს არიან მიმართული.
  • ფესვები დაბლა მიემართებიან, იქითკენ, სადაც მეტი ტენიანობაა. ისინი გრავიტაციის მიმართულებით იზრდებიან.

 

ჰორმონები

სტიმულის მიმართ მცენარის საპასუხო რეაქციებს კოორდინირებენ ჰორმონები.

ჰორმონები მცენარეთა ზრდასაც აკონტროლებენ.

ერთ–ერთი მცენარეული ჰორმონია აუქსინი.

აუქსინს მცენარე გამოიმუშავებს ფესვებისა და ყლორტების წვეროებში.

ეს ჰორმონი იწვევს ყლორტების ზრდის დაჩქარებას, მაგრამ, ამავდროულად აფერხებს ფესვების განვითარებას.

ჰორმონების არათანაბარი განაწილება ქსოვილებში მათი ზრდის განსხვავებულ სიჩქარეს განსაზღვრავს.

 

ფოტოტროფიზმი

10.14_phototropism


გეოტროპიზმი

10.14_geotropism


კომერციული გამოყენება

1. დასაფესვიანებელი ფხვნილი აუქსინს შეიცავს.ამ ფხვნილით მცენარეთა კალმებს ამუშავებენ, რითაც ხელს უწყობენ ფესვების ზრდას. ამ გზით შესაძლებელია მოკლე დროში მცენარეთა დიდი რაოდენობის გამოზრდა, რაც ფინანსურად მომგებიანია.

2. ჰორმონები აკონტროლებენ ხილის დამწიფებას. მწარმოებლები იყენებენ ამ ქიმიურ ნივთიერებებს, რათა შეანელონ ხილის დამწიფება. ასე იქცევიან, მაგალითად, ბანანის ტრანსპორტირების დროს. უშუალოდ გაყიდვის წინ კი, ახდენენ დამწიფების დაჩქარებას ხილის საცავებში სხვადასხვა ქიმიური ნივთიერების გამოყენებით და ტემპერატურის აწევით.

3. სარეველების გასანადგურებელი ქიმიკატები შეიცავენ სინთეზურ ჰორმონებს, რომლებიც იწვევენ მცენარეების დაჩქარებულ ზრდას. ქიმიკატებით დამუშავებული გრძელღეროიანი სარეველები მალევე კვდებიან სხვა, ქიმიკატებით დაუმუშავებელ მცენარეებთან შედარებით.


Copyright © 2011 Intel Corporation  skoool-ის შესახებ  მხარდამჭერთა შესახებ  კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება