აირჩიეთ ენა: ENGLISH | ქართული
skoool™ Georgia logos Ministry of education NCAC INTEL
 

 
skoool updates
იხილეთ ზოგიერთი სასწავლო ობიექტი

კუთხის სახეები

ნერვული რკალი

პერიოდული სისტემა

სამყაროს წარმოშობა

კომეტები
 
skoool™.com
emis.ge

« უკან დაბრუნება 
წამლები (მაღალი საფეხური)

 
წამლის სახეები და წამალზე მიჯაჭვულობა | მწეველობა და მისი გავლენა ჯანმრთელობაზე
 
წამლის სახეები და წამალზე მიჯაჭვულობა

წამალს უწოდებენ ისეთ ქიმიურ ნივთიერებას, რომელიც გავლენას ახდენს სხეულში მიმდინარე ქიმიურ პროცესებზე. ნებისმიერ წამალს, მათ შორის, ექიმის მიერ დანიშნულსაც, შეიძლება ჰქონდეს არასასურველი გვერდითი ეფექტები.

ზოგჯერ ადამიანები წამალზე დამოკიდებული, ანუ მიჯაჭვულები ხდებიან. წამლის გარეშე ისინი იტანჯებიან და უვითარდებათ ე.წ. წამლის მოხსნის სინდრომი.

ყველა წამალი თვიძლში იშლება. ამდენად, მათი ჭარბად მიღება ზიანის მომტანია ღვიძლისთვის.

წებო და საღებავები შეიცავენ გამხსნელებს. ისინი დეპრესანტებს წარმოადგენენ, რაც ნიშნავს, რომ ისინი ანელებენ ნერვების გასწვრივ იმპულსების გატარების სიჩქარეს. 

გამხსნელების ყნოსვა გამხსნელზე მიჯაჭვულობას იწვევს. ის მოქმედებს ქცევაზე და შეიძლება გულისა და ფილტვების მუშაობის გაჩერება გამოიწვიოს. იგი ღვიძლს და თავის ტვინსაც აზიანებს.

დეპრესანტია ალკოჰოლიც. ის მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, ანელებს რეაქციებს და შეიძლება გამოიწვიოს კონტროლის უნარის დაკარგვა, გრძნობის დაკარგვა ან კომაც კი.

ალკოჰოლი ხშირად იწვევს მიჯაჭვულობას და რაც სერიოზულად აზიანებს ღვიძლსა და თავის ტვინს.

 

მწეველობა და მისი გავლენა ჯანმრთელობაზე

თამბაქოს ბოლი ბევრ მავნე ნივთიერებას შეიცავს.

ნიკოტინი იწვევს თამბაქოზე მიჯაჭვულობას. ის ავიწროვებს სისხლძარღვებს და შეუძლია გამოიწვიოს სისხლის წნევის მომატება და გულის დაავადებები.

კუპრი ხშირად არის ფილტვის კიბოს განვითარების მიზეზი. ის აღიზიანებს ჰაერსავალ გზებს და იწვევს ხველებას.

ნახშირჟანგი მომწამვლელი გაზია და სისხლის მიერ ჟანგბადის გადატანას უშლის ხელს.

ნორმაში, ჟანგბადი ემაგრება ჰემოგლობინს სისხლის წითელ უჯრედებში (ერითროციტებში) და გადაიტანება მთელს სხეულში.

ჟანგბადი  + ჰემაგლობინი → ოქსიჰემოგლობინი

ქსოვილებში ოქსიჰემოგლობინი იშლება და გამოთავისუფლდება ჟანგბადი.

მწეველებში ნახშირჟანგი იკავებს რა ჟანგბადის ადგილს, მტკიცე ბმას წარმოქმნის ჰემოგლობინთან და მიიღება კარბოქსიჰემოგლობინი. სწორედ ეს არის სუნთქვის უკმარისობის მიზეზი, რაც ხშირია მწეველებში. 

ნახშირჟანგი + ჰემოგლობინი → კარბოქსიჰემოგლობინი

მწეველ ორსულებში ნაყოფს აქვს ჟანგბადის დეფიციტი, რის გამოც იგი ჩამორჩება ზრდაში (ახალშობილების სხეულის მასა მცირეა).

მწეველებში ხშირია აგრეთვე ფილტვის სხვა დაავადებები – ბრონქიტისა და ემფიზემის შემთხვევები. ბრონქიტი ბრონქიოლების ამომფენი გარსის ანთებაა. ამ დროს ავადმყოფს აღენიშნება გაძნელებული სუნთქვა. ხშირი ხველების გამო ალვეოლების ნაზი კედლები ზიანდება და ვითარდება ემფიზემა. ემფიზემის დროს ზედაპირი გაზთა ცვლისათვის შემცირებულია.


Copyright © 2011 Intel Corporation  skoool-ის შესახებ  მხარდამჭერთა შესახებ  კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება