აირჩიეთ ენა: ENGLISH | ქართული
skoool™ Georgia logos Ministry of education NCAC INTEL
 

 
skoool updates
იხილეთ ზოგიერთი სასწავლო ობიექტი

კუთხის სახეები

ნერვული რკალი

პერიოდული სისტემა

სამყაროს წარმოშობა

კომეტები
 
skoool™.com
emis.ge

« უკან დაბრუნება 
დაავადება (მაღალი საფეხური)
ბაქტერიები | ვირუსები | დაავადების მიმართ მდგრადობა
 
ბაქტერიები

ორგანიზმში შეჭრიდან მალევე მიკრობები გამრავლებას იწყებენ და დააავადებენ ორგანიზმს. ორგანიზმმა წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს მათ შეჭრას და გავრცელებას სხეულში.

მიკროორგანიზმები, მათ შორის, ზოგიერთი ბაქტერია და ვირუსი იწვევენ დაავადებებს.

ქვემოთ მოცემულია ბაქტერიული უჯრედის სქემატური სურათი. ბაქტერიული უჯრედები სხვადასხვა ფორმისაა. ძირითადად ისინი შედგებიან ციტოპლაზმისაგან, რომელიც გარშემორტყმულია მემბრანით და ნახშირწყლებისაგან აგებული უჯრედის კედლით. მათ არ გააჩნიათ ბირთვი და აქვთ მხოლოდ გენების შემცველი ქრომოსომა.

ბაქტერიულ დაავადებათა მაგალითებია: ყივანახველა, ტუბერკულოზი და სალმონელოზი.

ბაქტერიებზე დამღუპველად მოქმედებს ანტიბიოტიკები.

10.11_bacterial_cell_V2

ვირუსები

ბაქტერიებთან შედარებით, ვირუსები ძალზე მცირე ზომისაა. ისინი არ ჩანან სინათლის მიკროსკოპში.

ვირუსი ცილოვანი გარსით დაფარული რამდენიმე გენისგან შედგება.

ვირუსებს გამრავლება მხოლოდ ცოცხალ უჯრედში შეუძლიათ. ისინი შეიჭრებიან მასპინძელ უჯრედში, სწრაფად მრავლდებიან მასში და ახალ–ახალ უჯრედებს აინფიცირებენ.

ანტიბიოტიკები არ კლავს ვირუსებს.

ვირუსული დაავადებებია: გაციება, გრიპი, ჩუტყვავილა, წითელა და შიდსი. 

 

10.11_virus

დაავადებისაგან თავდაცვა

სხეული სხვადასხვა საშუალებით იცავს თავს მიკროორგანიზმების შეჭრისაგან:

  • კანს აქვს ბარიერული ფუნქცია
  • ტრაქეის ამომფენი უჯრედები გამოყოფენ ლორწოს, რომელიც აკავებს მტვერსა და მიკრობებს, ხოლო უმცირესი გამონაზარდები – წამწამები ლორწოს გარეთ გამოდევნიან.
  • სისხლი დედდება და გაჭრილი კანის ზედაპირზე წარმოქმნის ფუფხს.
  • კუჭი გამოიმუშავებს მარილმჟავას, რომელიც კლავს მიკრობებს.

თუკი მიკრობები მაინც მოახერხებენ სხეულში შეჭრას, სისხლის თეთრი უჯრედები "შეებრძოლებიან" მათ სხვადასხვა საშუალებით:

  • ზოგიერთი თეთრი უჯრედი საკუთარ შიგთავსში მოიმწყვდევს და მოინელებს მიკროორგანიზმებს
  • სხვები გამოიმუშავებენ ანტისხეულებს, რომლებიც სპეციფიკურად მოქმედებენ ვირუსებსა და ბაქტერიებზე.
  • ზოგიერთი მათგანი გამოიმუშავებს ანტიტოქსინებს და მისი მეშვეობით შეებრძოლება ზოგიერთი მიკრობის მიერ გამოყოფილ ტოქსინებს (შხამებს)

ორგანიზმთა უმრავლესობაში დაავადებები ინფიცირებულ ადამიანებთან კონტაქტით ან არაჰიგიენური პირობებით გამოიწვევა. დაავადებები ვრცელდება ჰაერით, წყლით, საკვებით, დაავადებულ ადამიანებთან ან ცხოველებთან კონტაქტით. 

დაავადების სიმპტომებს, ჩვეულებრივ, იწვევენ ტოქსინები, რომლებსაც მიკროორგანიზმები გამოყოფენ.

ინფექციებისაგან თავის დასაცავად ადამიანებს უტარებენ ვაქცინაციას ამა თუ იმ დაავადების საწინააღმდეგოდ.

სხეულში შეჰყავთ ინფექციური მიკროორგანიზმის დასუსტებული ან მოკლული ფორმა.

სისხლის თეთრი უჯრედები ამას ანტიბიოტიკების გამომუშავებით პასუხობენ.

თუ შემდეგ ამ დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმი შეიჭრება სხეულში, სისხლის თეთრი უჯრედები ამოიცნობენ მას და გასანადგურებლად სწრაფად დაიწყებენ მისი საწინააღმდეგო ანტისხეულების გამომუშავებას. ასეთ ადამიანზე ამბობენ, რომ იგი დაავადების მიმართ იმუნიზირებულია.

დიდ ბრიტანეთში მოსახლეობას, ჩვეულებრივ, ცრიან ტუბერკულოზის, ყბაყურის, წითელას, ჩუტყვავილას და ტეტანუსის საწინააღმდეგოდ.


Copyright © 2011 Intel Corporation  skoool-ის შესახებ  მხარდამჭერთა შესახებ  კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება