აირჩიეთ ენა: ENGLISH | ქართული
skoool™ Georgia logos Ministry of education NCAC INTEL
 

 
skoool updates
იხილეთ ზოგიერთი სასწავლო ობიექტი

კუთხის სახეები

ნერვული რკალი

პერიოდული სისტემა

სამყაროს წარმოშობა

კომეტები
 
skoool™.com
emis.ge

« უკან დაბრუნება 
ჰორმონები (მაღალი საფეხური)
ჰორმონთა ფუნქციები | მენსტრუალური ციკლი
 
ჰორმონების ფუნქციები

ჰორმონები ისეთი ქიმიური ნივთიერებებია, რომლებიც ახდენენ სხეულში მიმდინარე ზოგიერთი პროცესის გრძელვადიან კონტროლს.

ჰორმონების სეკრეცია ხდება სპეციალურ ჯირკვლებში. სეკრეტი პირდაპირ სისხლში ხვდება და სისხლის ნაკადით მთელს ორგანიზმში ვრცელდება. 

ჰორმონები მხოლოდ მათ სამიზნე ორგანოებზე მოქმედებენ.

გლუკოზის კონცენტრაციას სისხლში პანკრეასი აკონტროლებს.

თუკი სისხლში გლუკოზის კონცენტრაცია მოიმატებს, მის შესამცირებლად პანკრეასი გამოყოფს სეკრეტ ინსულინს, რომლის მოქმედებით ღვიძლი იწყებს გლუკოზის აბსორბციას, გადაჰყავს ის გლიკოგენის მდგომარეობაში და ამ სახით ინახავს.

თუკი სისხლში გლუკოზის კონცენტრაცია ძლიერ დაეცემა, პანკრეასი გამოყოფს სეკრეტ გლუკაგონს, რომლის მოქმედებით ღვიძლი იწყებს გლიკოგენის ისევ გლუკოზად გარდაქმნას, რომელიც გადადის სისხლში.

დიაბეტი ისეთი დაავადებაა, რომლის დროსაც პანკრეასი არასაკმარისი ოდენობით გამოიმუშავებს ინსულინს.

მკურნალობის გარეშე, სისხლში გლუკოზის კონცენტრაციამ შესაძლოა ფატალურ დონეს მიაღწიოს.

დიაბეტით დაავადებულები ინსულინის რეგულარულ ინექციას საჭიროებენ სისხლში გლუკოზის შემცველობის გასაკონტროლებლად.

 

მენსტრუალური ციკლი

ქალის მენსტრუალური ციკლი 28 –დღიანია.

ციკლის 1–ლი დღე პერიოდის (მენსტრუაციის) პირველი დღეა. პერიოდი დაახლოებით ხუთ დღეს გრძელდება. ამის შემდეგ, საშვილოსნოს ამომფენი შრე აღდგება და ნაყოფის მისაღებად ემზადება.

დაახლოებით მე–14 დღეს საკვერცხიდან კვერცხუჯრედი გამოდის. ამ პროცესს ოვულაცია ეწოდება.

მენსტრუალური ციკლი რამდენიმე ჰორმონით კონტროლირდება.

 
ჰორმონი
 Produced by  What it does
ფოლიკულის მასტიმულირებელი ჰორმონი (FSH)  ჰიპოფიზი იწვევს კვერცხუჯრედის მომწიფებას;
ახდენს საკვერცხეების მიერ ესტროგენის გამომუშავების სტიმულაციას.
ესტროგენი Ovaries ინჰიბირებს ფოლიკულის მასტიმულირებელი ჰორმონის წარმოქმნას;
ახდენს ჰიპოფიზის მიერ მალუთეინიზირებელი ჰორმონის გამომუშავების სტიმულაციას
მალუთეინიზირებელი ჰორმონი (LH)
ჰიპოფიზი სტიმულირებს ოვულაციას

ორალური კონტრაცეპტივები (აბები) შეიცავს ესტროგენს, რომელიც ხელს უშლის FSH–ის გამომუშავებას. ამის გამო, ასეთი აბების მომხმარებელ ქალებში კვერცხუჯრედები აღარ მწიფდება და ისინი აღარ ორსულდებიან. მაგრამ ამას გვერდითი ეფექტიც შეიძლება ჰქონდეს – გამოიწვიოს სისხლის წნევის მომატება, სიმსუქნე, გაზარდოს თრომბის წარმოქმნის ან სიმსივნეების განვითარების რისკი. თუკი ქალი გამოტოვებს და თუნდაც ერთ დღეს არ მიიღებს აბს, კონტრაცეპტივი მას ორსულობისგან ვეღარ დაიცავს.

ქალს, რომელსაც სურს, რომ დაორსულდეს, მაგრამ დარღვეული აქვს რეგულარული ოვულაციის უნარი, ზოგჯერ უნიშნავენ ფერტილობის წამლებს. ეს პრეპარატები FSH–ს შეიცავს და კვერცხუჯრედების მომწიფებას უწყობს ხელს.

ამ დროს ხშირია მრავალნაყოფიანობა. ამის მიზეზია რამდენიმე კვერცხუჯრედის ერთდროული ოვულაცია და შემდეგ განაყოფიერება.
 

10.9_hormones_V2

Copyright © 2011 Intel Corporation  skoool-ის შესახებ  მხარდამჭერთა შესახებ  კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება