აირჩიეთ ენა: ENGLISH | ქართული
skoool™ Georgia logos Ministry of education NCAC INTEL
 

 
skoool updates
იხილეთ ზოგიერთი სასწავლო ობიექტი

კუთხის სახეები

ნერვული რკალი

პერიოდული სისტემა

სამყაროს წარმოშობა

კომეტები
 
skoool™.com
emis.ge

« უკან დაბრუნება 
სუნთქვა (მაღალი საფეხური)
ჟანგბადიანი სუნთქვაუჟანგბადო სუნთქვა
 

ჟანგბადიანი სუნთქვა

ჟანგბადიანი სუნთქვა არის გლუკოზის ენერგიის გამოთავისუფლება ჟანგბადის თანაობისას. ეს ქიმიური რეაქციაა, რომელიც უჯრედშიდა სტრუქტურებში – მიტოქონდრიებში მიმდინარეობს.

ეს რეაქცია ჯამურად შემდეგი ტოლობით გამოისახება:

გლუკოზა + ჟანგბადი → ნახშირორჟანგი + წყალი (+ ენერგია)

გამოთავისუფლებული ენერგია გამოიყენება:

  • მცირე მოლეკულებიდან დიდი მოლეკულების შესაქმნელად
  • კუნთების შეკუმშვისათვის
  • სითბოს გამოსამუშავებლად
  • ზღურბლის გავლით, ნივთიერებათა აქტიური ტრანსპორტისათვის

ნარჩენი პროდუქტებია ნახშირორჟანგი და წყალი.

ნახშირორჟანგი მომწამლავი აირია და სუნთქვაში მონაწილე უჯრედებიდან ხდება მისი გადასვლა ფილტვებში, საიდანაც ის ამოსუნთქულ ჰაერთან ერთად გამოიყოფა გარემოში.

წყლის ნაწილს სხეული მოიხმარს, დანარჩენი კი ამოსუნთქულ ჰაერთან ერთად გამოიყოფა გარემოში.

დიდი ფიზიკური დატვირთვის დროს მიმოქცევის სისტემა ვერ ახერხებს აერობული სუნთქვით კუნთოვანი უჯრედების უზრუნველყოფას საჭირო ოდენობით ჟანგბადით და ისინი ვეღარ აგრძელებენ ეფექტიან შეკუმშვას.  ზოგჯერ ენერგიის დეფიციტის შევსების მიზნით, უჯრედები ანაერობულ სუნთქვაზე გადადიან.

ანაერობული სუნთქვა

ანაერობული სუნთქვა უჟანგბადო გარემოში მიმდინარეობს. ამ დროს არ ხდება გლუკოზის სრული დაშლა და გამოთავისუფლებული ენერგიაც გაცილებით ნაკლებია, ვიდრე აერობული სუნთქვის დროს. წარმოიქმნება რძის მჟავა, რომელიც მომწამლავი ნივთიერებაა და იწვევს სპაზმს.

ანაერობული სუნთქვის ტოლობა ასე გამოისახება:

გლუკოზა → რძემჟავა (+ მცირე ოდენობით ენერგია)

ვარჯიშის შემდეგ ორგანიზმი ერთხანს ქოშინებს და სხეულს დამატებით მიეწოდება ჟანგბადი, რომელიც საჭიროა რძემჟავის დაჟანგვისათვის. ჟანგბადის ეს დამატებითი რაოდენობა ჟანგბადის დეფიციტის შესავსებად სჭირდება ორგანიზმს.

რძემჟავა + ჟანგბადი → ნახშირორჟანგი + წყალი


Copyright © 2011 Intel Corporation  skoool-ის შესახებ  მხარდამჭერთა შესახებ  კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება