აირჩიეთ ენა: ENGLISH | ქართული
skoool™ Georgia logos Ministry of education NCAC INTEL
 

 
skoool updates
იხილეთ ზოგიერთი სასწავლო ობიექტი

კუთხის სახეები

ნერვული რკალი

პერიოდული სისტემა

სამყაროს წარმოშობა

კომეტები
 
skoool™.com
emis.ge

« უკან დაბრუნება 
კვება (მაღალი საფეხური)
 
მომნელებელი სისტემამონელებაშეწოვა
 

მომნელებელი სისტემა

მომნელებელი სისტემის ფუნქციაა საკვების მონელება და შეწოვა.

10.4_digestive_system


მონელება

მონელება არის საკვების დიდი და უხსნადი მოლეკულების დახლეჩა პატარა, ხსნად მოლეკულებად, რათა შესაძლებელი გახდეს მათი გაწოვა და გადასვლა სისხლის ნაკადში.

მონელება შეიძლება იყოს მექანიკური, მაგალითად, საჭმლის დაღეჭვა პირის ღრუში ან "გადღვება" კუჭში. ორივე შემთხვევაში ხდება საკვების დაქუცმაცება მომცრო ნაწილაკებად.

ქიმიური მონელება გულისხმობს განსაკუთრებული ქიმიური ნივთიერებების – ფერმენტების მონაწილეობას. 

ისინი მონელების – დიდი მოლეკულების პატარა მოლეკულებად დაშლის – პროცესის დამაჩქარებელი კატალიზატორებია. 

ცხრილში სუმარულად არის მოცემული ფერმენტთა ტიპები და მონელების პროდუქტები:

 
ფერმენტი
 სად გამომუშავდება  საკვებში შემავალ რომელ პროდუქტზე მოქმედებს  მონელების პროდუქტები
 ამილაზა

სანერწყვე ჯირკვლები
 პანკრეასი

წვრილი ნაწლავის კედლები 

 სახამებელი (ნახშირწყალი)  მარტივი შაქრები
პროტეაზა  კუჭი
 პანკრეასი
 წვრილი ნაწლავის კედლები
 ცილები  ამინომჟავები
 ლიპაზა  პანკრეასი
 წვრილი ნაწლავის კედლები
 ცხიმები და ზეთები (ლიპიდები)  ცხიმოვანი მჟავები და გლიცერინი

საკვები მოინელება პირის ღრუში, კუჭში და წვრილ ნაწლავებში.

გარდა ფერმენტებისა, კუჭში გამომუშავდება მარილმჟავა

ეს უზრუნველყოფს სათანადო pH–ის გარემოს, რომელიც ფუნქციონირებისთვის ესაჭიროება პროტეაზულ ფერმენტებს და, ამავდროულად, დამღუპველად მოქმედებს საკვებთან ერთად კუჭში ბაქტერიებზე.

ღვიძლი გამოიმუშავებს ნაღველს. ნაღველი ნაღვლის ბუშტში გროვდება, იქედან კი წვრილ ნაწლავში ჩაედინება.   

ის ანეიტრალებს მჟავას, რომლითაც საკვები კუჭში იჟღინთება. წვრილ ნაწლავში იქმნება ტუტე გარემო, რომელიც აუცილებელია წვრილ ნაწლავში მოქმედი ფერმენტების ეფექტიანად მუშაობისთვის. 

ნაღველი ცხიმების ემულგირებასაც ახდენს (ცხიმის მსხვილი წვეთები მცირე წვეთებად იშლება). 

იზრდება ლიპაზის სამოქმედო ზედაპირული არეალი.

 

შეწოვა

საკვების მონელებული, მცირე ზომის ხსნადი პროდუქტები წვრილ ნაწლავში შეიწოვება.

წვრილ ნაწლავს აქვს შეგუებულობები ამ ფუნქციასთან.

ის ძალზე გრძელია და მისი შიდა ზედაპირი ამოფენილია პაწაწინა, თითის ფორმის ხაოებით, რაც ზრდის შეწოვის ზედაპირს.

წვრილი ნაწლავის ამომფენი ზედაპირი ერთ შრედ განლაგებული უჯრედებისგან შედგება, რაც აადვილებს საკვები ნივთიერებების დიფუზიას სისხლში.

თითოეული ხაო კარგად მარაგდება სისხლით. საკვები ნივთიერებები გადადის სისხლის ნაკადში და მთელს სხეულში ტრანსპორტირდება.

მოუნელებელი გათხიერებული საკვები მსხვილ ნაწლავში გადადის. აქ ხდება წყლის გაწოვა სისხლში. 

საკვების ნარჩენები, რომელთა მონელება ვეღარ მოხდება, განავლად ფორმირდება.

განავალი ანუსის საშუალებით ტოვებს სხეულს.


Copyright © 2011 Intel Corporation  skoool-ის შესახებ  მხარდამჭერთა შესახებ  კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება