აირჩიეთ ენა: ENGLISH | ქართული
skoool™ Georgia logos Ministry of education NCAC INTEL
 

 
skoool updates
იხილეთ ზოგიერთი სასწავლო ობიექტი

კუთხის სახეები

ნერვული რკალი

პერიოდული სისტემა

სამყაროს წარმოშობა

კომეტები
 
skoool™.com
emis.ge

« უკან დაბრუნება 
უჯრედის გაყოფა (მაღალი საფეხური)
უჯრედის გაყოფა | მიტოზი| მეიოზი
 

უჯრედის გაყოფა

ყველა ცხოველი და მცენარე უჯრედებისაგან შედგება.

ორგანიზმების ზრდისას მათი უჯრედები ზომაში იზრდება და შემდეგ თითოეული ორ ახალ უჯრედად იყოფა. ამას უჯრედის გაყოფას უწოდებენ. ეს პროცესი მრავალჯერ მეორდება და წარმოიქმნება მრავალი უჯრედი.

უჯრედების ზრდა და დაყოფა ზრდასრულ ორგანიზმშიც გრძელდება, მხოლოდ გაცილებით ნაკლები სიჩქარით. ახალწარმოქმნილი უჯრედები მკვდარ უჯრედებს ჩაენაცვლებიან. ამ გზით ხდება აგრეთვე დაზიანებული ქსოვილების აღდგენაც.

უჯრედის ბირთვი შეიცავს ქრომოსომებს. ყოველი ქრომოსომა მრავალრიცხოვან გენებს შეიცავს.

ქრომოსომები შეიცავენ ქიმიურ ნივთიერება – დნმ–ს.

გენი დნმ–ს უბანია.

გენები აკონტროლებენ სხეულის ნიშან–თვისებებს, მაგალითად, თვალის ფერს.

გენები სხვადასხვა ფორმით არსებობენ. მაგალითად, არსებობს თვალის ლურჯი ფერის, მწვანე ან ყავისფერი თვალების განმსაზღვრელი ფორმები. გენის განსხვავებულ ფორმებს ალელები ეწოდება.

 

მიტოზი

სხეულის უჯრედებში, ქრომოსომები, ჩვეულებრივ, დაწყვილებული სახით გვხვდება.

ადამიანის სხეულის უჯრედები 23 წყვილ, ანუ 46 ქრომოსომას შეიცავენ.

უჯრედის ყოველი გაყოფის წინ, თითოეული ქრომოსომა ორმაგდება და წარმოქმნის საკუთარ ასლს.

უჯრედის გაყოფის შედეგად მიღებული თითოეული ახალი უჯრედი მშობლიური უჯრედის იდენტურია. ისინი 23 წყვილ ქრომოსომას შეიცავენ და მშობლიური უჯრედის იდენტურ გენებს შეიცავენ..

უჯრედის გაყოფის ასეთ ტიპს მიტოზი ეწოდება. მიტოზის შედეგად ორი იდენტური უჯრედი წარმოიქმნება.

დიაგრამაზე მარტივად არის გამოსახული ეს პროცესი.
 


 10.3_mitosis_V2

მეიოზი

გამრავლების ორგანოებში, ადამიანის შემთხვევაში, სათესლეებსა და საკვერცხეებში, უჯრედები იყოფა და წარმოიქმნება გამეტები.

უჯრედული გაყოფის ამ ტიპს მეიოზი ეწოდება. მეიოზის შედეგად ოთხი შვილეული უჯრედი მიიღება ქრომოსომების განახევრებული რაოდენობით.

ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე ეს პროცესი წარმოდგენილია გამარტივებული სახით.
 
უჯრედი ორჯერ იყოფა, რათა წარმოქმნას ოთხი გამეტა, თითოეული – ერთეული ქრომოსომული ნაკრებით.

განაყოფიერებისას გამეტები ერთმანეთს ერწყმიან და ახალგანვითარებული უჯრედებში ქრომოსომები ისევ წყვილი სახით არსებობენ.

ეს უჯრედი მრავალგზის და სწრაფად იყოფა მიტოზურად და მიიღება ახალი ორგანიზმი..
 

10.3_meiosis

Copyright © 2011 Intel Corporation  skoool-ის შესახებ  მხარდამჭერთა შესახებ  კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება