აირჩიეთ ენა: ENGLISH | ქართული
skoool™ Georgia logos Ministry of education NCAC INTEL
 

 
skoool updates
იხილეთ ზოგიერთი სასწავლო ობიექტი

კუთხის სახეები

ნერვული რკალი

პერიოდული სისტემა

სამყაროს წარმოშობა

კომეტები
 
skoool™.com
emis.ge

« უკან დაბრუნება 
მცენარეული და ცხოველური უჯრედები (მაღალი საფეხური)
ცხოველური უჯრედები | მცენარეული უჯრედები | სპეციალიზებული უჯრედები

ცხოველური უჯრედები

ყველა ცხოველი და მცენარე უჯრედებისაგან შედგება.

დიაგრამაზე გამოსახულია ცხოველური უჯრედი.

ცხოველურ უჯრედებს აქვთ:

  • ბირთვი, რომელიც უჯრედის მოქმედებას აკონტროლებს
  • ციტოპლაზმა: ქიმიური რეაქციების უმრავლესობა სწორედ აქ მიმდინარეობს. ქიმიურ რეაქციებს ფერმენტები წარმართავენ.
  • უჯრედული მემბრანა, რომელიც აკონტროლებს – რა შედის უჯრედში და რა გამოდის უჯრედიდან გარეთ.
  • მიტოქონდრიები: ციტოპლაზმაში მოთავსებულ ამ სტრუქტურებში მიმდინარეობს უჯრედული სუნთქვა და გამოთავისუფლდება ენერგია.

 

10.1_ animal_cell_V2

მცენარეული უჯრედები

დიაგრამაზე გამოსახულია მცენარეული უჯრედი. მცენარის უჯრედებს დამატებით აქვთ:

  • ცელულოზისაგან აგებული უჯრედის კედელი, რომელიც სიმტკიცეს ანიჭებს უჯრედს და მისი ერთგვარი საყრდენია.

მათში ხშირად გვხვდება:

  • მწვანე პიგმენტის – ქლოროფილის შემცველი ქლოროპლასტები. ქლოროფილი შთანთქავს ფოტოსინთეზისათვის საჭირო სინათლის ენერგიას.
  • უჯრედის წვენით სავსე ვაკუოლი, მუდმივი კომპონენტი, რომელიც ასევე სიმტკიცეს ანიჭებს მცენარის უჯრედს.



 

10.1_plant_cell_V2

სპეციალიზებული უჯრედები

სხვადასხვა ტიპის უჯრედები განსხვავებულად გამოიყურებიან, რადგან თითოეული უჯრედი საკუთარ ფუნქციასთან არის მორგებული, ანუ სპეციალიზებულია.

მსგავსი უჯრედები, რომლებიც ერთ და იმავე ფუნქციას ასრულებენ, ქსოვილებად ერთიანდებიან.

სხვადასხვა ქსოვილი ერთად ფუნქციონირებს ორგანოებში.

ერთად მომუშავე სხვადასხვა ორგანო ქმნის ორგანოთა სისტემებს.

მაგალითად, კუნთის უჯრედები ქმნიან კუნთოვან ქსოვილს. გული შედგება კუნთოვანი, ნერვული და შემაერთებელი ქსოვილებისაგან; თვით გული კი მიმოქცევის სისტემის შემადგენლობაში შედის.
 

10.1_specialised_cells_V2

Copyright © 2011 Intel Corporation  skoool-ის შესახებ  მხარდამჭერთა შესახებ  კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება