აირჩიეთ ენა: ENGLISH | ქართული
skoool™ Georgia logos Ministry of education NCAC INTEL
 

 
skoool updates
იხილეთ ზოგიერთი სასწავლო ობიექტი

კუთხის სახეები

ნერვული რკალი

პერიოდული სისტემა

სამყაროს წარმოშობა

კომეტები
 
skoool™.com
emis.ge

« back 
ცვლილებები, რომელიც განიცადა დედამიწამ და ატმოსფერომ (Higher)
 
ატმოსფერო | ადრეული ატმოსფერო | ფოტოსინთეზი | ქანები და წიაღისეული საწვავი
 
ატმოსფერო

დედამიწა გარშემორტყმულია აირების სქელი ფენით, რომელსაც ატმოსფერო ეწოდება.

ის საკმაოდ სტაბილურად ინარჩუნებს ტემპერატურას დედამიწაზე და შეიცავს აირებს, რომლებიც სიცოცხლის საშუალებას აძლებვენ ორგანიზმებს.

ატმოსფეროში აირების თანაფარდობა შემდეგნაირია::
  • დაახლოებით ოთხი მეხუთედი (80%) აზოტი
  • დაახლოებით ერთი მეხუთედი (20%) ჟანგბადი
  • მცირე რაოდენობით სხვადასხვა აირები, მათ შორის ნახშირორჟანგი, წყლის ორთქლი და ინერტული აირები.
ცოცხალი ორგანიზმების მოქმედებების შედეგად აირების ეს თანაფარდობა ნარჩუნდება დაახლოებით 200 მილიონი წლის განმავლობაში.

ადრეული ატმოსფერო

დედამიწის არსებობის პირველი მილიარდი წლის განმავლობაში დიდი რაოდენობით ვულკანური აქტივობები შეინიშნებოდა, შედეგად გამოიყოფოდა აირები, რომლებმაც შექმნეს ადრეული ატმოსფერო.

ძირითად აირს ალბათ ნახშირორჟანგი წარმოადგენდა წყალის ორთქლის და მცირე რაოდენობით ამიაკისა და მეთანის თანაობისას.

ჟანგბადი ალბათ მცირე რაოდენობით ან საერთოდ არ იყო.

დღეს მარსის და ვენერას ატმოსფერო ძირითადად ნახშირორჟანგისგან შედგება და თითქმის არ შეიცავს ჟანგბადს.

როცა დედამიწა გაცივდა, წყლის ორთქლი დაკონდენსირდა და წარმოქმნა ოკეანეები.

სიცოცხლის ადრეული ფორმები წყალში განვითარდა.

ესენი იყვნენ წყალმცენარეები (მარტივი მცენარეები) და ბაქტერიები.

ფოტოსინთეზი

მცენარეები ხმელეთზე დაახლოებით 400 მილიონი წლის წინათ გამოჩდნენ.

თანდათანობით ამ მცენარეებმა დედამიწის თითქმის მთელი ზედაპირი დაიკავეს.                                     
ფოტოსინთეზის პროცესში ისინი შთანთქავდნენ ნახშირორჟანგს და გამოჰყოფდნენ ჟანგბადს.

 

 

 

სინათლე

 

 

 

ნახშირორჟანგი

+

წყალი

   —›

გლუკოზა

+

ჟანგბადი

 

 

 

ქლოროფილი

     

ეს რეაქცია არსებითია ცხოველების არსებობისთვის.

ჟანგბადის დონის მატებასთან ერთად სულ უფრო მცირდებოდა ბუნებრივი გარემო იმ მიკროორგანიზმებისთვის , რომლებიც ვერ იტანდნენ ჟანგბადს.

ჟანგბადის ნაწილი გარდაიქმნა ოზონად, რომელმაც წარმოქმნა ოზონის შრე დედამიწის გარშემო. ეს შრე ფილტრავდა მზის მავნე ულტრაიისფერი რადიაციის დიდ ნაწილს და გაჩნდა ახალი ორგანიზმების განვითარების შესაძლებლობა.

მეთანის და ამიაკის რაოდენობა შემცირდა, რადგან ისინი ურთიერთქმედებდნენ ჟანგბადთან. ამიაკის ჟანგბადთან ურთიერთქმედების შედეგად გამოიყო აზოტის ნაწილი..

ამიაკი

+

ჟანგბადი

—›

აზოტი

+

წყალი


აზოტის უმეტესი ნაწილი წარმოიქმნებოდა ცოცხალი ორგანიზმების მიერ. მათ შორის იყო დენიტრიფიკაციის ბაქტერია, რომელიც ნიტრატებს აირად აზოტად გარდაქმნიდა.


ქანები და წიაღისეული საწვავი

ქიმიური რეაქციის ხარჯზე, რომელიც ნახშირორჟანგს დანალექ ქანებში კარბონატებად გარდაქმნიდა, ნახშირორჟანგის დონეც შემცირდა.

გეოლოგიური აქტივობების შედეგად ეს ქანები ზოგჯერ დედამიწის სიღრმეში გადაადგილდებოდა.

მაღალი ტემპერატურის გავლენით კარბონატები იშლებოდა და ვულკანური ამოფრქვევის შედეგად კვლავ გამოჰყოფდა ატმოსფეროში ნახშირორჟანგს.

წიაღისეული საწვავი ყალიბდებოდა მილიონობით წლების განმავლობაში.

გაქვავების პროცესში წარმოიქმნა დიდი რაოდენობით ნახშირბადი.

წიაღისეული საწვავის წვის შესდეგად ნახშირბადი გარდაიქმნება ნახშირორჟანგად და გადადის ატმოსფეროში.

ამ დამატებითი ნახშირორჟანგის ნაწილი ურთიერთქმედებს ზღვის წყალთან და წარმოქმნის უხსნად (ძირითადად კალციუმის) კარბონატებს, რომლებიც შემდეგ ილექება.

წარმოიქმნება ხსნადი ჰიდროკარბონატებიც (უმთავრესად კალციუმის და მაგნიუმის. მიუხედავად ამისა, საწვავის წვა ნელ-ნელა იწვევს ნახშირორჟანგის დონის ზრდას ატმოსფეროში.


Copyright © 2011 Intel Corporation  skoool-ის შესახებ  მხარდამჭერთა შესახებ  კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება