აირჩიეთ ენა: ENGLISH | ქართული
skoool™ Georgia logos Ministry of education NCAC INTEL
 

 
skoool updates
იხილეთ ზოგიერთი სასწავლო ობიექტი

კუთხის სახეები

ნერვული რკალი

პერიოდული სისტემა

სამყაროს წარმოშობა

კომეტები
 
skoool™.com
emis.ge

« back 
რაოდენობრივი ქიმია (სტოქიომეტრია)(Higher)
 
ფარდობითი ატომური მასა | ნაერთის ფარდობითი მოლური მასა | ნივთიერების პროცენტული შემცველობა | მორეაგირე ნივთიერებების ან პროდუქტების მასების გამოთვლა
ფორმულების დადგენა | გამოთვლები ელექტროლიზის დროს
 

ფარდობითი ატომური მასა

სხვადასვა ელემენტების ატომებს განსხვავებული მასები აქვთ.

ქიმიკოსებს ხშირად სჭირდებათ იმის ცოდნა, თუ რა რაოდენობით მორეაგირე ნივთიერებაა საჭირო ან რა რაოდენობით პროდუქტი წარმოიქმნება ქიმიური რეაქციის დროს.

ატომები, იონები და მოლეკულები ძალიან მცირე ზომის არიან დასათვლელად ან ასაწონად, ამიტომ გამოთვლებში ელემენტის დიდი რაოდენობის საშუალო მასას იყენებენ. ატომების ამ რაოდენობას მოლს უწოდებენ და ერთი მოლი ატომების მასას კი - ფარდობით ატომურ მასას, Ar. ეს მნიშვნელობა ჩვეულებრივ მოცემულია პერიოდულ ტაბულაში თითოეული ელემენტის სიმბოლოსთან ერთად..


ნახშირბადის ატომის 12C , ფარდობითი ატომური მასაა12.
                  6

ზოგიერთი ელემენტის ფარდობითი ატომური მასა

ელემენტი

სიმბოლო

Ar

ელემენტი

სიმბოლო

Ar

წყალბადი

H

1

მაგნიუმი

Mg

24

ნახშირბადი

C

12

გოგირდი

S

32

ჟანგბადი

O

16

სპილენძი

Cu

64


 

ნაერთის მოლური მასა

Ar სიდიდეების გამოყენებით ჩვენ შეგვიძლია გამოვთვალოთ ნაერთის ფარდობითი მოლური მასა - Mr.

წყლის ფომულაა H2O.

წყლის მოლეკულა შეიცავს წყალბადის ორ ატომს და ჟანგბადის ერთ ატომს.

Mr წყალი = 1+1+16
               = 18

რამოდენიმე სხვა მაგალითი მოცემულია ცხრილში :

ნაერთი

ფორმულა

ატომების რაოდენობა

ატომების Ar

ნაერთის Mr

მაგნიუმის ოქსიდი

MgO

1 Mg
1O

Mg = 24
  O = 16

24 + 16
= 40

გოგირდის დიოქსიდი

SO2

1 S
2 O

S = 32O
   = 16

32 + 16
= 48

სპილენძის კარბონატი

CuCO3

1 Cu
1C
3O

Cu = 64C
     = 12O
     = 16

64 + 12 + (3 x 16)
= 124


 

ნივთიერების პროცენტული შემცველობა

თუ იცით თითოეული ელემენტის Ar, ფორმულის მეშვეობით შეგიძლიათ გამოთვალოთ ამ ელემენტების პროცენტული შემცველობა ნაერთში.

მეთანის ფორმულაა CH4

მისი ფარობითი მოლური მასაა 12 + 1 + 1 + 1 + 1 = 16

ნახშირბადის პროცენტული მასა მეთანში = ნახშირბადის მასა მეთანში x 100

                                              
 მთლიანი მასა

 
=
 
 12 x100  
   
 
 16  
     
 
=
   75%


წყალბადის პროცენტული მასა მეთანში = წყალბადის მასა მეთანში x 100

                                              
 მთლიანი მასა

=
 4 x 100
    16
     
=
  25%

 
მორეაგირე ნივთიერებების ან პროდუქტების მასების გამოთვლა

გათანაბრებული ქიმიური რეაციის ტოლობის საშუალებით შესაძლებელია მასში მონაწილე ყველა ქიმიური ნივთიერების რაოდენობების გამოთვლა.

CaCO3(s)

+

2HCl(aq)

—>

CaCl2(aq)

+

CO2(g)

+

H2O(l)

          

Mr:

40+12+(3x16)

(2x1)+(2x35.5)

40+(2x35.5)

12+(2x16)

(2x1)+16

= 100

= 73

= 111

= 44

= 18

მორეაგირე ნივთიერებების საერთო მასა ყოველთვის ტოლია პროდუქტების საერთო მასისა.

მაგალითი: გამოთვალეთ 80გ კალციუმის კარბონატის ჭარბ მარილმჟავასთან ურთიერთქმედების შედეგად წარმოქმნილი ნახშირორჟანგის მასა.

100გ კალციუმის კარბონატი წარმოქმნის 44გ ნახშირორჟანგს.

ამოტომ 1გ კალციუმის კარბონატი წარმოქმნის 44/100გ ნახშირორჟანგს.

80გ კალციუმის კარბონატი წარმოქმნის 80 x

 44 გ ნახშირორჟანგს..
  100
 
  = 35.2 გ


ზოგჯერ საჭიროა წარმოქმნილი აირის მოცულობის გამოთვლა.
ნებისმიერი აირის ფარდობითი მოლური მასა იკავებს 24 ლიტრს 25ºC და 1 ატმოსფერული წნევის პირობებში..
ამრიგად, ამ რეაქციაში წარმოქმნილი ნახშირორჟანგის მოცულობა შეიძლება გამოვთვალოთ შემდეგნაირად:

44გ CO2-ის მოცულობაა 24 ლიტრი  
ამიტომ 1g CO 2-ის მოცულობაა 24 ლიტრი
                                                   44
 

35.2 გ CO2-ის მოცულობა იქნება   24 x 35.2  
  44  
=
19.2 ლიტრი  

 

ფორმულების დადგენა

ნაერთის ფორმულის დადგენა შესაძლებელია, თუ ვიცით მორეაგირე ნივთიერებების მასები ან პროცენტული შემცველობა.

მაგალითად მაგნიუმის ოქსიდის ფორმულის დადგენა შესაძლებელია ცნობილი რაოდენობის მაგნიუმის ტიგელში წვით და წარმოქმნილი მაგნიუმის ოქსიდის აწონვით.

11.8_calculating_formulae_V2

ექსპერიმენტის მონაცემები :

ტიგელი + თავსახურის მასა

= 20.2 გ

ტიგელი + თავსახური + მაგნიუმის მასა

= 22.6 გ

ტიგელი + თავსახური + მაგნიუმის ოქსიდის მასა

= 24.2 g



დამწვარი მაგნიუმის მასა

= 22.6 – 20.2 = 2.4 გ

წარმოქმნილი მაგნიუმის ოქსიდის მასა

= 24.2 – 20.2 = 4.0 გ

ჟანგბადის მასა

= 4.0 – 2.4 = 1.6 გ



2.4 გ მაგნიუმი იერთებს 1.6 გ ჟანგბადს.

თითოეული ელემენტის მოლების რაოდენაობა შეიძლება განვსაზღვროთ შემდეგნაირად:

მოლების რაოდენობა

=

        მასა        

ერთი მოლის მასა ( Ar)



მაგნიუმის Ar= 24

ჟანგბადის Ar = 16


2.4

მაგნიუმი რეაქციაში შევიდა 1.6 ჟანგბადთან

24

 

 16


0.1 მოლი მაგნიუმი ურთიერთქმედებს 0.1 მოლ ჟანგბადთან.

შესაბამისად, მაგნიუმის ოქიდის ფორმულაა MgO, რადგან მასში თითოეული ელემენტის მოლების რაოდენობა ტოლია.

1 გ წყალბადი ურთიერთქმედებს 16 გ გოგირდთან გოგირდწყალბადის წარმოქმნით.

წყალბადის Ar = 1

გოგირდის Ar = 32

1 მოლი წყალბადი ურთიერთქმედებს 1.6 მოლ გოგირდთან

1

      32

1 წყალბადი ურთიერთქმედებს 0.5 მოლ გოგირდთან.

გოგირდწყალბადის ფორმულაა H2S

 

გამოთვლები ელექტროლიზის დროს

თუ ცნობილია ელექტროლიზის ერთ-ერთი პროდუქტის მასა და ნახევარრეაქციები, შესაძლებელია მეორე ელექტროდზე მიღებული პროდუქტის მასის გამოთვლა

მაგალითად, ნატრიუმის ქლორიდის ხსნარის ელექტროლიზის ნახევარრეაქციებია:

2Cl-
- 2e-
—»
Cl2
2H+
- 2e-
—»
H2


თუ ცნობილია, რომ 10 g წყალბადი წარმოიქმნა, თქვენ შეგიძლიათ წარმოქმნილი ქლორის რაოდენობის განსაზღვრა.

მოლების რაოდენობა =

       მასა               
 
1 მოლის მასა

წყალბადის Ar = 1, ამიტომ Mr H2 = 2

ქლორის Ar = 35.5, ამიტომ Mr Cl2 = 71

წყალბადის მოლების რაოდენობა =
10
= 5
 
2
 

თიტოეულ მოლ წყალბადზე წარმოიქმნება იმავე რაოდენობის ქლორის მოლები.

 
5 =
ქლორის მასა
 
         71
 
 
ქლორის მასა = 5 x 71
 
   = 355g    



Copyright © 2011 Intel Corporation  skoool-ის შესახებ  მხარდამჭერთა შესახებ  კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება