აირჩიეთ ენა: ENGLISH | ქართული
skoool™ Georgia logos Ministry of education NCAC INTEL
 

 
skoool updates
იხილეთ ზოგიერთი სასწავლო ობიექტი

კუთხის სახეები

ნერვული რკალი

პერიოდული სისტემა

სამყაროს წარმოშობა

კომეტები
 
skoool™.com
emis.ge

« back 
რეაქციების გამოსახვა (Higher)
 
ელემენტები და ნაერთები | ქიმიური რეაქციები | ელექტროლიზი
 

ელემენტები და ნაერთები

თითოეული ელემენტი გამოისახება თავისი სიმბოლოთი.

მაგალითად C ნახშირბადის სიმბოლოა.

როდესაც ელემენტის სიმბოლო ორასოიანია, მეორე ასო პატარაა, რომ არ მოხდეს ელემენტის არევა ორ განსხვავებულ ელემენტთან (რომ განვასხვავოთ ორი სხვადასხვა ელემენტისგან).

მაგალითად კობალტი Co, ის რომ CO სახით დაწერილიყო, მაშინ საქმე გვექნებოდა ნახშირბადთან და ჟანგბადთან.

ნაერთი წარმოიქმნება განსხვავებული ელემენტების შეერთებით.

ნაერთი გამოისახება ფორმულის მეშვეობით. ფორმულა გვიჩვენებს თუ რომელი ელემენტებისგან შედგება ნაერთი და თითოეული ელემენტის ატომების ფარდობით რაოდენობას.

H2O წყლის ფორმულაა. ის გვიჩვენებს, რომ წყლის მოლეკულა ორი ატომი წყალბადისა და ერთი ატომი ჟანგბადისგან შედგება.

თქვენ შეგიძლიათ იონური ნაერთის ფორმულის დაწერა იონთა მუხტების გათვალისწინებით.

ნატრიუმის იონის (Na+) მუხტია პლიუს ერთი.

ქლორის იონის (Cl-) მუხტია მინუს ერთი.

ნატრიუმის ქლორიდის ფორმულა იქნება NaCl, რადგან ნატრიუმის იონის დადებითი მუხტი ბათილდება ქლორის იონის უარყოფითი მუხტით.

კალციუმის იონი გამოისახება Ca2+

ჰიდროქსიდის იონი გამოისახება OH-

კალციუმის ჰიდროქსიდის ფორმულა იქნება Ca(OH)2 , რადგან კალციუმის იონის დადებითი მუხტის (+2) გასაბათილებლად საჭიროა იმავე სიდიდის უარყოფითი მუხტი (-2).

 

ქიმიური რეაქციები

ქიმიური რეაქცია შეიძლება გამოისახოს სიტყვიერი ტოლობის ან გათანაბრებული ქიმიური რეაქციის ტოლობის საშუალებით.

ნახშირბადის ჰაერში წვის რეაქციის სიტყვიერი ტოლობაა:

ნახშირბადი
+
ჟანგბადი
—›
ნახშირორჟანგი

ნახშირბადი და ჟანგბადი მორეაგირე ნივთიერებებია, ნახშირორჟანგი კი - რეაქციის პროდუქტი.

ამ ქიმიური რეაქციის გათანაბრებული რეაქციის ტოლობაა:

C(მ) + O2(ა)
—›
CO2(ა)


ნახშირბადის ერთი ატომი ურთიერთქმედებს ჟანგბადის ერთ მოლეკულასთან და წარმოქმნის ნახშირორჟანგის ერთ მოლეკულას..

ფრჩხილებში მოცემული სიმბოლოები გამოხატავენ ნივთიერების მდგომარეობას.

(ა) აღნიშნავს აირადს

(მ) აღნიშნავს მყარს

(თხ) აღნიშნავს თხევადს

(ხს) აღნიშნავს ხსნარს (წყალხსნარს)


ზოგ რეაქციაში ერთზე მეტი პროდუქტია:.

გოგირდმჟავა + ნატრიუმის ჰიდროქსიდი
—›
ნატრიუმის სულფატი + წყალი

პროდუქტების საერთო მასა ყოველთვის ტოლია მორეაგირე ნივთიერებების საერთო მასისა.

ამის მიზეზია ის, რომ პროდუქტებიც და მორეაგირე ნივთიერებებიც ერთი და იმავე ატომებისგან შედგება.

ამიტომ სიმბოლოებით გამოხატული ქიმიური ტოლობა უნდა გათანაბრდეს. თითოეული ტიპის ატომის საერთო რაოდენობა მორეაგირე ნივთიერებებში უნდა უდრიდეს იმავე ელემენტის ატომების საერთო რაოდენობას პროდუქტებში.

H2SO4(ხს) + 2NaOH(ხს)
—›
Na2SO4(ხს) + 2H2O(თხ)


 

ელექტროლიზი

ელექტროლიზის დროს იონები გასცემენ ან იძენენ ელექტრონებს ელექტროდებთან.

ამ დროს გამოიყოფა ელექტრულად ნეიტრალური ატომები ან მოლეკულები.

თითოეულ ელექტროდზე მიმდინარე პროცესი შეიძლება გამოისახოს ნახევარრეაქციების საშუალებით.

ალუმინს იღებენ ალუმინის ოქსიდიდან ელექტროლიზის საშუალებით.

უარყოფითად დამუხტულ ელექტროდთან მიმდინარე ნახევარრეაქცია გამოისახება ტოლობით:

Al3+
+ 3e-
—›
Al


თითოეული იონი იერთებს 3 ელექტრონს და გარდაიქმნება ატომად.

დადებითად დამუხტულ ელექტროდთან მიმდინარე ნახევარრეაქციაა::

2O2- - 4e-
—›
O2

ჟანგბადის ყოველი ორი დამუხტული იონიდან დადებითად დამუხტული ელექტროდი იღებს ოთხ ელექტრონს და წარმოიქმნება ერთი მოლეკულა აირადი ჟანგბადი.

უარყოფითად დამუხტული ელექტროდის მიერ დაკარგული ელექტრონების რაოდენობა ტოლი უნდა იყოს დადებითად დამუხტული ელექტროდის მიერ მიღებული ელექტრონების რადენობის. ამიტომ თითოეული რეაქცია უნდა გამრავლდეს იმგვარად, რომ ელექტრონების რაოდენობა გათანაბრდეს.

4Al3+ +12e-
—›
4Al და 6O2- -12e-
—›
3O2

ქვემოთ მოცემულია ჯამური რეაქცია:

2Al2O3(თხ)
—›
4Al(თხ) + 3O2(ა)

Copyright © 2011 Intel Corporation  skoool-ის შესახებ  მხარდამჭერთა შესახებ  კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება