აირჩიეთ ენა: ENGLISH | ქართული
skoool™ Georgia logos Ministry of education NCAC INTEL
 

 
skoool updates
იხილეთ ზოგიერთი სასწავლო ობიექტი

კუთხის სახეები

ნერვული რკალი

პერიოდული სისტემა

სამყაროს წარმოშობა

კომეტები
 
skoool™.com
emis.ge

« back 
შექცევადი რეაქციები (Higher)
 
შექცევადი რეაქციები | წონასწორობა | ტემპერატურა | წნევა
 

შექცევადი რეაქციები

ზოგიერთ ქიმიურ რეაქციაში პროდუქტებს შეუძლიათ ურთიერთქმედება და საწყისი მორეაგირე ნივთიერებების წარმოქმნა. ასეთ რეაქციებს შექცევადი რეაქციები ეწოდება.

მაგალითად, ამონიუმის ქლორიდი თეთრი ფხვნილია, რომელიც გაცხელებისას იშლება აირადი ამიაკისა და ქლორწყალბადის წარმოქმნით.

ამ აირების ურთიერთქმედებით წარმოიქმნება ამონიუმის ქლორიდი.

ამონიუმის ქლორიდი

reversible_symbol

ამიაკი
+
ქლორწყალბადი
(თეთრი ფხვნილი)
(უფერო აირები)

ეს სიმბოლო  reversible_symbol ნიშნავს, რომ რეაქცია შექცევადია. ის ერთდროულად ორივე მიმართულებით შეიძლება წარიმართოს.

წარმოქმნილი აირების ნაწილი მაშინვე ურთიერთქმედებს და ხელახლა წარმოქმნის ამონიუმის ქლორიდს.

ეს რეაქცია გამოიყენება ამიაკის ანალიზისთვის.

თუ ჰიდრატირებული სპილენძის სულფატის ცისფერ კრისტალებს გავაცხელებთ, ის გათეთრდება და გამოჰყოფს ორთქლს. თეთრი ფხვნილი უწყლო სპილენძის სულფატია.

ჰიდრატირებული სპილენძის სულფატი [+ სითბური ენერგია]

reversible_symbol

უწყლო სპილენძის სულფატი
+
წყალი
(ცისფერი კრისტალები)
 
(თეთრი)
   

თუ თეთრ უწყლო სპილენძის სულფატს დავამატებთ წყალს, ის კვლავ ცისფერი გახდება. ასე ხორციელდება წყლის ანალიზი.

აირადი ამიაკის მისაღებად გამოიყენება ჰებერის პროცესი. რეაქცია შექცევადია.

აზოტი
+
წყალბადი

   reversible_symbol

ამიაკი
N2
+
3H2

   reversible_symbol

2NH3

 

წონასწორობა

როცა პირდაპირი და შებრუნებული რეაქციის სიჩქარეები ერთმანეთს უტოლდება, მყარდება ქიმიური წონასწორობა.

ამრიგად, ზემოთ მოცემულ რეაქციაში, ქიმიური წონასწორობის დროს ყოველი ორი მოლეკულა ამიაკის წარმოქმნისას, ამიაკის სხვა ორი მოლეკულა იშლება აზოტად და წყალბადად.

.ქიმიური წონასწორობის დროს ყველა მორიაგირე ნივთიერების ფარდობითი რაოდენობა დამოკიდებულია რეაქციის პირობებზე.

ეს მნიშვნელოვანია ინდუსტრიული პროცესისთვის ოპტიმალური პირობების განსაზღვრისას, რადგან მწარმოებელის ინტერესშია დიდი რაოდენობით პროდუქტის სწრაფად მიღება.

 

ტემპერატურა

ტემპერატურის გაზრდა ნებისმიერი რეაქციის სიჩქარეს ზრდის, რადგან ნაწილაკები უფრო სწრაფად მოძრაობენ და უფრო ხშირად ეჯახებიან ერთმანეთს.

მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირი და შექცევადი რეაქციების სიჩქარე ერთნაირად იზრდება, შექცევად რეაქციებში ტემპერატურის გაზრდა ხელს უწყობს ენდოთერმული რეაქციის მიმდინარეობას და ზრდის მის გამოსავალს.

ენდოთერმული რეაქციები შთანთქავენ სითბურ ენერგიას. ტემპერატურის გაზრდა ზრდის, ხოლო ტემპერატურის შემცირება ამცირებს პროდუქტის გამოსავალს.

ეგზოთერმული რეაქციების დროს სითბო გამოიყოფა. ტემპერატურის გაზრდა შეამცირებს, ხოლო ტემპერატურის შემცირება გაზრდის პროდუქტის გამოსავალს.

ჰებერის პროცესში, რადგან პირდაპირი რეაქცია ეგზოთერმულია, ტემპერატურის გაზრდა შეამცირებს ამიაკის გამოსავალს.

ამიტომ, მხოლოდ ზომიერად მაღალი ტემპერატურა - დაახლოებით 450ºC გამოიყენება. ამ დროს რეაქციის სიჩქარე საკმარისად მაღალია და პროდუქტის გამოსავალი მისაღები.

 

წნევა

რეაქციებში, რომლებშიც აირადი ნივთიერებები მონაწილეობენ, წნევის გაზრდა ხელს შეუწყობს რეაქციას, რომელიც წარმოქმნის ნაკლები რაოდენობის აირად მოლეკულებს, რადგან ისინი ნაკლებ მოცულობას დაიკავებენ.

ჰებერის პროცესში წნევის გაზრდა გაზრდის ამიაკის გამოსავალს, რადგან პირდაპირი რეაქციის შედეგად წარმოიქმნება აირადი ნივთიერების ორი მოლეკულა, ხოლო შექცევადი რეაქციის დროს - ოთხი.

Copyright © 2011 Intel Corporation  skoool-ის შესახებ  მხარდამჭერთა შესახებ  კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება