აირჩიეთ ენა: ENGLISH | ქართული
skoool™ Georgia logos Ministry of education NCAC INTEL
 

 
skoool updates
იხილეთ ზოგიერთი სასწავლო ობიექტი

კუთხის სახეები

ნერვული რკალი

პერიოდული სისტემა

სამყაროს წარმოშობა

კომეტები
 
skoool™.com
emis.ge

« back 
ატომის სტრუქტურა (Higher)
ატომები | ატომური რიცხვი და მასური რიცხვი | ელექტრონების განაწილება
 

ატომები

ყველა ნივთიერება შედგება მცირე ზომის ნაწილაკებისგან, რომელთაც ატომები ეწოდებათ.

ბუნებაში დაახლოებით 100 ტიპის ატომი არსებობს და მათთგან არის წარმოქმნილი ყველაფერი ჩვენს გარშემო.

ნივთიერებას, რომელიც ერთი სახის ატომებს შეიცავს ელემენტი ეწოდება.

ატომის შემადგენლობაში შედის მცირე ზომის ნაწილაკები: პროტონები, ნეიტრონები და ელექტრონები.

ნაწილაკი

მდებარეობა ატომში

მუხტი

ფარდობითი მასა
პროტონი ბირთვი დადებითი 1
ნეიტრონი ბირთვი არაა დამუხტული 1
ელექტრონი ბირთვის გარშემო მდებარე ენერგეტიკული დონეები (გარსები) უარყოფითი უმნიშვნელო

ატომს ელექტრული მუხტი არ გააჩნია, რადგან მასში შემავალი დადებითად დამუხტული პროტონებისა და უარყოფითად დამუხტული ელექტრონების რიცხვი ტოლია და აბათილებენ ერთმანეთს.

ატომის ცენტრში მდებარეობს ბირთვი, რომელიც ძალიან მცირე ზომისაა.

ის დადებითადაა დამუხტული, რადგან შეიცავს პროტონებს. ბირთვშია თავმოყრილი ატომის მასის უდიდესი ნაწილია, რადგან პროტონები და ნეიტრონები ბირთვშია განლაგებული..

 

ატომური რიცხვი და მასური რიცხვი

ყველა ელემენტი წარმოდგენილია ქიმიური ელემენტების პერიოდულ სისტემაში.

თითოეულ ელემენტს გააჩნია თავისი სიმბოლო და ორი რიცხვი. ეს რიხცვები გვიჩვენებს თუ რამდენი პროტონი, ნეიტრონი და ელექტრონია ატომში.

ქვემოთ მოცემულია ინფორმაცია ნატრიუმის შესახებ:

მასური რიცხვი
  23
 
Na
ატომური რიცხვი
  11

ატომური რიხცხვი გვიჩვენებს პროტონების რიცხვს ატომში. მას ზოგჯერ პროტონურ რიცხვსაც უწოდებენ.

სწორედ პროტონების რაოდენობა განსაზღვრავს ელემენტის სახეობას. ცალკეული ელემენტის ყველა ატომი ერთიდაიმავე რაოდენობის პროტონებს შეიცავს.

რადგან ატომი მთლიანობაში ელექტრონეიტრალურია, მასში ელექტრონების რიცხვი პროტონების რიცხვის ტოლია.

მასური რიცხვი გვიჩვენებს პროტონების და ნეიტრონების ჯამურ რაოდენობას ატომში, რადგან ეს ნაწილაკები განსაზღვრავენ მასის უდიდეს წილს ატომში.

ამგვარად, ნატრიუმს აქვს 11 პროტონი და 11 ელექტრონი.

ნეიტრონების რაოდენობა =
 მასურ რიცხვს

ატომური რიცხვი

=
  23

11

=
  12

 

 


 

ელექტრონების განაწილება

ელექტრონები განლაგებულია ბირთვის გარშემო მდებარე შრეებზე, რომელთაც ენერგეტიკული დონეები ან გარსები ეწოდებათ.

ელექტრონები უმცირესი ენერგიების პრინციპით ივსება, რაც თავდაპირველად შიდა გარსების შევსებას ნიშნავს.

პირველ ენერგეტიკულ დონეზე მხოლოდ 2 ელექტრონი შეიძლება განლაგდეს. შემდეგი შრე უფრო დიდია და მასზე 8 ელექტრონი განლაგდება.

ამგვარად, ნატრიუმის ელექტრონული აღნაგობაა 2, 8, 1

  coord_11.1_energylevels

ერთიდაიმავე ელემენტის ზოგიერთი ატომი შეიძლება ნეიტრონების განსხვავებულ რაოდენობას შეიცავდეს. მათ იზოტოპები ეწოდებათ.

მაგალითად, ნახშირბადატომთა უმრავლესობის მასური რიცხვია 12, მაგრამ ზოგიერთი ნახშირბადატომის მასური რიცხვია 14.

12
  C
6

14
  C
6

დასახელება

ნახშირბად-12

ნახშირბად-14

პროტონები

6

6

ნეიტრონები

6

8

ელექტრონები

6

6

ორივე ატომი ნახშირბადატომია, რადგან ორივეს ბირთვი 6 პროტონს შეიცავს, მაგრამ ნეიტრონების რაოდენობა განსხვავებულია - ნახშირბად-14-ს ორი ნეიტრონით მეტი გააჩნია.


Copyright © 2011 Intel Corporation  skoool-ის შესახებ  მხარდამჭერთა შესახებ  კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება